ვინ არის უცხოელი ქალი, ვინც ე.წ. "ბარიგების" საქმის ერთ-ერთი მოწმეა?! - კვირის პალიტრა

ვინ არის უცხოელი ქალი, ვინც ე.წ. "ბარიგების" საქმის ერთ-ერთი მოწმეა?!

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე 6 საათზე მეტხანს განიხილავდა 12 მაისს ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებული პირების საქმეს და 8 ბრალდებულს: გიორგი მამუკელაშვილს, ლაშა მამულაიშვილს, ვიქტორ ჟამუტაშვილს, თორნიკე ჩუტკერაშვილს, ჯემალ ელიავას, მიხეილ მიქაძეს, ბორის დარახველიძეს და ქეთი მურუსიძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. არც ერთი დანაშაულს არ აღიარებს. "კვირის პალიტრა" აქვეყნებს ვრცელ სტატიას მომხდარზე, რომელშიც საქმის მთავრი მოწმის მიერ მიცემული ჩვენებები ექსკლუზიურადაა გასაჯაროებული. გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:

თითოეულ დაკავებულს წაყენებული ბრალი 7-დან 14-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ყველაზე მძიმეა 23 წლის ბორის დარახველიძის ბრალდება - ის სამ ეპიზოდში ამხილეს, ამიტომ 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

ბორის დარახველიძის წინააღმდეგ ჩვენება უცხოელმა ქალმა აზიტა ზაკერმა მისცა. მოწმე ამბობს, რომ სამი წელია საქართველოში ჩამოვიდა, ქირით დიდ დიღომში ცხოვრობს და დედასთან ერთად ტურისტულ კომპანიაში მუშაობს. "ბასიანში" დადის, სადაც, მისი თქმით, ბორის დარახველიძე გაიცნო. ის 22 მარტს, ქავთარაძეზე მდებარე "გუდვილთან" შემთხვევით შეხვდა დარახველიძეს და უთხრა, რომ მეორე დღეს აპირებდა "ბასიანში" მისვლას. ბორისმა უთხრა, რომ "ექსტაზის" 5 აბი 700 ლარად ჰქონდა და თუ სურდა, "ბასიანში" მიუტანდა. ზაკერის თქმით, მას არ სურდა დანაშაულის ჩადენა, ამიტომ ეს პოლიციაში განაცხადა. საქმის მასალების მიხედვით, სამართალდამცავებმა აზიტას გადასცეს დარახველიძისთვის გადასაცემი თანხა. გაკეთდა სამი საკონტროლო შესყიდვა, პირველი - 23 მარტს. ზაკერმა ბორისს დაურეკა და ნარკოტიკი სთხოვა, მერე "ბასიანში" შეხვდა, სადაც დარახველიძემ 5 აბი "ექსტაზი" გადასცა. ეს და კიდევ ორი ფაქტი აღბეჭდილია ფირზე.

ბრალდებულის ადვოკატი ნინო ლალიაშვილი ირწმუნება, რომ დარახველიძე პროვოკაციის მსხვერპლია...

...

ცნობილია, რომ გამოძიების მთავარი მოწმე ვინმე სოლომონ მათიკაშვილია. ის ბრალდებულების უმრავლესობას ამხელს. მათიკაშვილი არაერთ საკონტროლო შესყიდვაში გამოიყენეს ძალოვანებმა.

ჩვენ ექსკლუზიურად მოვიპოვეთ გამოძიების მთავარი მოწმის, სოლომონ მათიკაშვილის დაკითხვის ოქმები, სადაც ის ამხელს ვიქტორ ჟამუტაშვილს, ლაშა მამულაიშვილს, მიხეილ მიქაძეს და ქეთევან მურუსიძეს. ფრაგმენტი ჩვენებიდან:

"...26 აპრილს მესენჯერში დამიკავშირდა ქეთი მურუსიძე და მითხრა, რომ მას ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება "ექსტაზის" ერთი აბი და შეეძლო ჩემთვის 100 ლარად მოეტანა. შევთანხმდით, რომ შევხვდებოდი კოსტავაზე, "მაკდონალდსის" გვერდით სკვერში. გამომძიებელმა გადმომცა 100 ლარი და წავედი აღჭურვილი. შეთანხმებულ ადგილას დამხვდა ქეთი მურუსიძე, რომელმაც მომცა ერთი აბი, როგორც მითხრა, "ექსტაზი". მივეცი 100 ლარი და როცა ვაპირებდი დაშორებას, მოვიდნენ მისი მეგობრები. მერე დავშორდი და გადავეცი გამომძიებელს".

სტატია წაიკითხეთ 21 მაისის გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად

იხილეთ ასევე: როცა "ბარიგები" კვლავაც "თვალსაჩინო" ელიტად რჩებიან... - "ბარიგობა" სამარცხვინო აღარ არის?!

თეა ხურცილავა