"მისი ქალიშვილი ქურდობის ბრალდებით დააპატიმრეს" - რატომ დაასრულა ქართველმა ემიგრანტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით?!
"მისი ქალიშვილი ქურდობის ბრალდებით დააპატიმრეს" - რატომ დაასრულა ქართველმა ემიგრანტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით?!
რამდენიმე ხნის წინ სოციალური ქსელით გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიაში სამუშაოდ წასულმა ქართველმა ემიგრანტმა თეა (თეკია) ნიკოლაიშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამ ინფორმაციას დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. ბევრი მისი ნაცნობი ქალის დეპრესიულ მდგომარეობაზე საუბრობდა. ცნობილია, რომ მისი ერთადერთი, 19 წლის ქალიშვილი ლელა იტალიაში სამართალდამცავებმა ქურდობის ბრალდებით დააკავეს. დედა ტრაგედიის წინა დღეს თურმე შვილს ციხეში შეხვდა.
გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:

"ამბობენ, რომ მან ვერ გადაიტანა შვილის დაპატიმრება და ნერვებმა უმტყუნა; ნაწილი კი
თვლის, რომ დედა შვილს უცხოეთის ციხეში მარტო ვერ მიატოვებდა. მათი თქმით, თეა ცხოვრებისთვის მებრძოლი, ენერგიული და პრობლემების გადამლახავი ქალი იყო, ამიტომ ვერ აუხსნიათ ტრაგედიის მიზეზი. როგორც ახლობლები ამბობენ, სიკვდილის წინ მან ქალიშვილს წერილი დაუტოვა..."

"გოგონას ბრალეულობა ჯერ არაა დამტკიცებული. ბოლო დღეებში ქალი შეუძლოდ გრძნობდა თავს,
დასუსტებული იყო. რატომ ამტკიცებენ, რომ მიზეზი შვილთან ციხეში შეხვედრა იყო? გოგოს ის ტკივილიც ეყოფა, დედის გარეშე, მარტოდმარტო რომ დარჩა და იქ არავინ ჰყავს..."


"ლელამ ცოტა ხნით ადრე დაწერა სოციალურ ქსელში, რომ შეყვარებული იყო. ყველას გაგვიხარდა და გვინდოდა, ბედნიერი მომავალი ჰქონოდა. მერე უცებ შევიტყვეთ მისი დაჭერის ამბავი და ძალიან ბევრი კითხვა პასუხგაუცემელი გვაქვს. ძალიან გვინდა, სიმართლე გავიგოთ. ვფიქრობთ, ლელა იყო რაღაცის მსხვერპლი და ვიღაცამ უბიძგა მას დანაშაულისკენ. დარწმუნებული ვართ, მალე გავიგებთ სიმართლეს. დედაზე იყო მიკედლებული და სულ მარტო დარჩა უცხო ქვეყანაში..."

ინტერვიუს ვრცლად ჟურნალ "გზის" 24 მაისის ნომერში წაიკითხავთ

პ.ს.  გარდაცვლილის ახლობელი "ფეისბუკის" მეშვეობით შემდეგ მიმართვას ავრცელებს: "თხოვნა მაქვს მეგობრებო! იტალიაში გარდაცვლილი ქართველი ემიგრანტი თეა ნიკოლაიშვილის ირგვლივ ამტყდარია აჟიოტაჟი, რა აღარ დაწერეს ამ ვაიჟურნალისტებმა, სიმართლე შემდეგშია: თეას შვილს 19 წლის გოგოს გზა-კვალი აურია ერთ-ერთმა ემიგრანტმა ბიჭმა, ჩაადენინა დანაშაული, სიყვარულის სახელით, ეს ბიჭი გაქრა იტალიიდან, გოგონა დაიჭირეს, დედამ ვერ გაუძლო ამ უბედურებას და თავი მოიკლა... ეხლა ჭირისუფალმა ამ ჭორების გამარვცელებლებს სდიოს თუ თავის გაჭირვებაზე იფიქროს, ამ დროს გვერდით დგომა ვიცით ქართველებმა, ხოდა შევუმსუბუქოთ ეს ტვირთი ჭირისუფალს".
თეა ხურცილავა
--------
25 მაისი 2018 10:03
ტვინი აურია და თუ რა? ეგ არაა გასამართელებლი, კაცი რომლიც ქურდობისკენ გიბიძგებს და ჩაიდენ ეს დანაშუალია და პასუხი უნდ აგოს!! მაგრამ იქ დარჩენილმა ემიგრანტებმა არ მიატოვოთ და შეზლებისაგავარად ინახულეთ და გევრდზე დაუდექით!!! რადაგან დედამ კიდევ უფრო მკაცარად დასაჯა შვილი ვიდრე სამართლამა ეს ფაქტია!!! ულამაზესი ქალბატონი !! ნათელშ იყოს მისი სული!!
giga-s
25 მაისი 2018 02:10
ერთი აგვიხსენი რაა, რა ალიარი, რა დუგები..წესიერად ვერ დაწერ?
ნანკა
24 მაისი 2018 16:59
მჯერა რომ ეს პატარა გოგონა სიყვარულის მსხვერპლი გახდა და უბიძგეს ფულის აღებისკენ,რა უნდა 19 წლის გოგოს დარწმუნებას,ქართველო ემიგრანტებო ვინც ხართ იტალიაში არ მიატოვოთ ეს გოგონა უპატრონოდ,დედა კი ამყოფე ნათელში უპალო.

რუბრიკის სხვა სიახლეები
25-06-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
25-06-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
როგორ აფასებთ სამინისტროების გაერთიანების გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ სამინისტროების გაერთიანების გადაწყვეტილებას?