არსებული ინფორმაციით, ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დააკავეს - კვირის პალიტრა

არსებული ინფორმაციით, ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელმა ვასილ მაღლაფერიძემ განუცხადა, მას აღნიშნულის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია არა აქვს.

"მე მთელი დღე რუსთაველის გამზირზე ვიყავი და გავრცელდა ინფორმაცია, რომ დააკავეს, მაგრამ რასთან დაკავშირებით დააკავეს, არ ვიცი. მას ტელეფონი აქვს გათიშული", - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

შსს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

"ინტერპრესნიუსი"