"თურქი მძღოლები პატარა გოგონებთან ერთობიან, იქ ქართველების შესვლა აკრძალულია" - რა ხდება ახალციხეში?
"თურქი მძღოლები პატარა გოგონებთან ერთობიან, იქ ქართველების შესვლა აკრძალულია" - რა ხდება ახალციხეში?
"წარმოიდგინეთ, როგორი სანახავია, 20 წლის მთვრალი ქართველი გოგო რომ მიბარბაცებს 70 წლის თურქ მძღოლთან ჩახვეული"

"შედარებით მსხვილ ობიექტებს, თურქულ სასტუმროებს, საკუთარი მეძავები ჰყავთ"

პროსტიტუციასთან ბრძოლის მიუხედავად, სექსბიზნესი ქვეყანაში სწრაფად ვითარდება, რასაც არალეგალური ბიზნესისთვის დამახასიათებელი პრობლემები ახლავს, მათ შორის სამედიცინო. დღემდე პროსტიტუციის კერებად თბილისი და ბათუმი ითვლებოდა, თუმცა, როგორც ირკვევა, ყველაზე რთული სიტუაცია სამხრეთ საქართველოში, კერძოდ, ახალციხეშია. ახლახან პოლიციამ პროსტიტუციაში ჩაბმის ბრალდებით კაფე-ბარებიდან 11 ქალი აიყვანა, ხოლო 60 ქალი დაჰკითხა, რის
შედეგადაც ზოგიერთი კაფე-ბარი დროებით დაიხურა. პრობლემაზე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ახალციხელი გურამ შუკაკიძე საუბრობს, გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:


გურამ შუკაკიძე:
- ახალციხე ნელ-ნელა წითელი ფარნების კვარტალს ემსგავსება, იმ განსხვავებით, რომ იქ პროსტიტუციას აკონტროლებენ, ჩვენთან კი არავინ. ჩვენს ქალაქში პროსტიტუციას ორი მიზეზი აქვს - ვალესა და ახალციხის საბაჟო,
საიდანაც თურქული ტრაილერები შემოდიან. მეძავები სწორედ მათ მძღოლებს ემსახურებიან და რადგან გამკითხავი არავინ არის, ნებისმიერი საშუალებით ცდილობენ სულ უფრო მეტი ქალის ჩათრევას.

ბიზნესის მთავარი ობიექტები პატარა თურქული კაფე-ბარებია, რომელშიც მხოლოდ თურქი მძღოლები შედიან. იქ ქართველების შესვლა აკრძალულია.

ამ ბარების გასახსნელად თურქეთის მოქალაქეებმა პატარ-პატარა ობიექტები, მათ შორის ავტოგასამართი სადგურები შეისყიდეს და მომსახურე პერსონალად აქაური ქალები დაიქირავეს. ისინი უზრუნველყოფენ თურქი მძღოლებისთვის სექსმუშაკის მიყვანას, კაფეების მეპატრონეები კი ყველაფერს აკონტროლებენ.

შედარებით მსხვილ ბიზნესობიექტებს, თურქულ სასტუმროებს, საკუთარი მეძავები ჰყავთ, ისინი მხოლოდ რესტორნების კლიენტებს ემსახურებიან.

ქალები კაფე-ბარებში დაახლოებით ღამის 3 საათამდე ერთობიან კლიენტებთან, მერე კი მათთან ერთად სასტუმროებში გადადიან სექსმომსახურებისთვის. კაფე-ბარებიდან მთვრალი მეძავები და მათი კლიენტები ხშირად ქუჩაში გამოდიან, სადაც მოსახლეობის თვალწინ უმსგავსად იქცევიან. მათ გამაყრუებელ ხმაურსა და ჩხუბს ბოლო არ უჩანს.

შარშან ახალგაზრდები ერთ კაფე-ბარში შეცვივდნენ და მეპატრონეს მისი დახურვა მოსთხოვეს. საპასუხოდ თავად ახალგაზრდები დაიჭირეს, რომელთა გათავისუფლების მოთხოვნით ქალაქში გრანდიოზული აქცია გაიმართა. (იხილეთ სრულად)


Gruzini
30 მაისი 2018 19:42
მარტო თურქებს რო ლანძღავთ, ვინმეს ძალით შეყავს ეგ პატიოსანი გოგოები მანდ სამუშაოთ?
ალექს
30 მაისი 2018 09:45
ყველგან,სადაც სახელმწიფო არ არეგულირებს,მაფია შედის,აქ მაფია არაა,არ გაახარებენ,წვრილფეხობა შეიძლება იყოს,ისინი ალბათ "საჭიროა" მავანთათვის !
პროსტიტუციას,ნარკომანიას და აზარტულ თამაშებს ერთი პატრონი და ერთი მოწინააღმდეგე ყავს ყველგან ,ესაა თავად სახელმწიფო და ჩვენი ოჯახი !
ეკა
29 მაისი 2018 23:04
სანამ ვარდების მოედანი გახდებოდა, მანამდე იყო რესპუბლიკის მოედანი! თუ ეს სახელწოდება ისტორიული არ იყო?! ასე,რომ ბოლოდან კი არა ,თავიდან დაიწყე ისტორიული წიაღსვლები,ჩემო იმანო!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები