"თურქი მძღოლები პატარა გოგონებთან ერთობიან, იქ ქართველების შესვლა აკრძალულია" - რა ხდება ახალციხეში?
"თურქი მძღოლები პატარა გოგონებთან ერთობიან, იქ ქართველების შესვლა აკრძალულია" - რა ხდება ახალციხეში?
"წარმოიდგინეთ, როგორი სანახავია, 20 წლის მთვრალი ქართველი გოგო რომ მიბარბაცებს 70 წლის თურქ მძღოლთან ჩახვეული"

"შედარებით მსხვილ ობიექტებს, თურქულ სასტუმროებს, საკუთარი მეძავები ჰყავთ"

პროსტიტუციასთან ბრძოლის მიუხედავად, სექსბიზნესი ქვეყანაში სწრაფად ვითარდება, რასაც არალეგალური ბიზნესისთვის დამახასიათებელი პრობლემები ახლავს, მათ შორის სამედიცინო. დღემდე პროსტიტუციის კერებად თბილისი და ბათუმი ითვლებოდა, თუმცა, როგორც ირკვევა, ყველაზე რთული სიტუაცია სამხრეთ საქართველოში, კერძოდ, ახალციხეშია. ახლახან პოლიციამ პროსტიტუციაში ჩაბმის ბრალდებით კაფე-ბარებიდან 11 ქალი აიყვანა, ხოლო 60 ქალი დაჰკითხა, რის
შედეგადაც ზოგიერთი კაფე-ბარი დროებით დაიხურა. პრობლემაზე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ახალციხელი გურამ შუკაკიძე საუბრობს, გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:


გურამ შუკაკიძე:
- ახალციხე ნელ-ნელა წითელი ფარნების კვარტალს ემსგავსება, იმ განსხვავებით, რომ იქ პროსტიტუციას აკონტროლებენ, ჩვენთან კი არავინ. ჩვენს ქალაქში პროსტიტუციას ორი მიზეზი აქვს - ვალესა და ახალციხის საბაჟო,
საიდანაც თურქული ტრაილერები შემოდიან. მეძავები სწორედ მათ მძღოლებს ემსახურებიან და რადგან გამკითხავი არავინ არის, ნებისმიერი საშუალებით ცდილობენ სულ უფრო მეტი ქალის ჩათრევას.

ბიზნესის მთავარი ობიექტები პატარა თურქული კაფე-ბარებია, რომელშიც მხოლოდ თურქი მძღოლები შედიან. იქ ქართველების შესვლა აკრძალულია.

ამ ბარების გასახსნელად თურქეთის მოქალაქეებმა პატარ-პატარა ობიექტები, მათ შორის ავტოგასამართი სადგურები შეისყიდეს და მომსახურე პერსონალად აქაური ქალები დაიქირავეს. ისინი უზრუნველყოფენ თურქი მძღოლებისთვის სექსმუშაკის მიყვანას, კაფეების მეპატრონეები კი ყველაფერს აკონტროლებენ.

შედარებით მსხვილ ბიზნესობიექტებს, თურქულ სასტუმროებს, საკუთარი მეძავები ჰყავთ, ისინი მხოლოდ რესტორნების კლიენტებს ემსახურებიან.

ქალები კაფე-ბარებში დაახლოებით ღამის 3 საათამდე ერთობიან კლიენტებთან, მერე კი მათთან ერთად სასტუმროებში გადადიან სექსმომსახურებისთვის. კაფე-ბარებიდან მთვრალი მეძავები და მათი კლიენტები ხშირად ქუჩაში გამოდიან, სადაც მოსახლეობის თვალწინ უმსგავსად იქცევიან. მათ გამაყრუებელ ხმაურსა და ჩხუბს ბოლო არ უჩანს.

შარშან ახალგაზრდები ერთ კაფე-ბარში შეცვივდნენ და მეპატრონეს მისი დახურვა მოსთხოვეს. საპასუხოდ თავად ახალგაზრდები დაიჭირეს, რომელთა გათავისუფლების მოთხოვნით ქალაქში გრანდიოზული აქცია გაიმართა. (იხილეთ სრულად)


მკითხველის კომენტარი (19)
nino
29 მაისი 2018 00:13
გესმიით ხალხო რა ხდება? შეისყიდეს >>ჩვენმა თურქმა მეგობრებმავითომ დამოუკიდებელოსაქართველო
kote
28 მაისი 2018 16:36
გზა ევროპისკენ მაგაზეც გადის! რას ვიზამთ, თუ იქ გვინდა, უნდა შევეგუოთ.
...
28 მაისი 2018 16:14
Xashuri naxeet
mm
28 მაისი 2018 14:22
ესეც შენი თავისუფალი ქვეყანა.
რასაც ვთესთ იმას ვიმკით!..
28 მაისი 2018 13:58
რასაც ვთესთ იმას ვიმკით...
მაგრამ ყველაზე ცუდი ის რის რომ რას ვთესთ არ ვიცით, ფაქტია რომ ცუდს ვთესთ და ცუდს ვიმკით...
დროა გავიღვიძოთ, დროა თვალი გავახილოთ და ყველას და ყველაფერს თავისი ადგილი მივუჩინოთ, თორემ საკუთარ ქვეყანაში ლტოლვილებად და მონებად ვიქეცით უკვე...
მოქალაქე
28 მაისი 2018 13:51
არ დამიბლოკოთ გეხვეწებით---------------როცა ამას მთავრობა კითხულობს და ეცნობა ან რა ჭკუაზეა ან როგორ ძინავს??? ვაი ვაი დაღუპულო საქართველო ----ამიტომ გვაზეიმეთ გუშინ 26 მაისი ადრე ხომ ასე არ იყო????----რაც უკვე საქართველოს დაცემას და გადაგვარებას ნიშნავს.......................
d. ch.
28 მაისი 2018 13:47
ჩემი აზრით წერტილი უნდა დაესვას ამ უმსგავსოას!
dvalishvili lado
28 მაისი 2018 10:42
მე იმ ქართველს რა უთხარი ვინც მაგაზე თვალებს ხუჭავს და ჯიბეში ფულებს იდებს! მალე ყველა აგებთ პასუხს
arabi
28 მაისი 2018 10:05
აბა სხვას რას ელოდით?

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები