"თურქი მძღოლები პატარა გოგონებთან ერთობიან, იქ ქართველების შესვლა აკრძალულია" - რა ხდება ახალციხეში?
"თურქი მძღოლები პატარა გოგონებთან ერთობიან, იქ ქართველების შესვლა აკრძალულია" - რა ხდება ახალციხეში?
"წარმოიდგინეთ, როგორი სანახავია, 20 წლის მთვრალი ქართველი გოგო რომ მიბარბაცებს 70 წლის თურქ მძღოლთან ჩახვეული"

"შედარებით მსხვილ ობიექტებს, თურქულ სასტუმროებს, საკუთარი მეძავები ჰყავთ"

პროსტიტუციასთან ბრძოლის მიუხედავად, სექსბიზნესი ქვეყანაში სწრაფად ვითარდება, რასაც არალეგალური ბიზნესისთვის დამახასიათებელი პრობლემები ახლავს, მათ შორის სამედიცინო. დღემდე პროსტიტუციის კერებად თბილისი და ბათუმი ითვლებოდა, თუმცა, როგორც ირკვევა, ყველაზე რთული სიტუაცია სამხრეთ საქართველოში, კერძოდ, ახალციხეშია. ახლახან პოლიციამ პროსტიტუციაში ჩაბმის ბრალდებით კაფე-ბარებიდან 11 ქალი აიყვანა, ხოლო 60 ქალი დაჰკითხა, რის
შედეგადაც ზოგიერთი კაფე-ბარი დროებით დაიხურა. პრობლემაზე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ახალციხელი გურამ შუკაკიძე საუბრობს, გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:


გურამ შუკაკიძე:
- ახალციხე ნელ-ნელა წითელი ფარნების კვარტალს ემსგავსება, იმ განსხვავებით, რომ იქ პროსტიტუციას აკონტროლებენ, ჩვენთან კი არავინ. ჩვენს ქალაქში პროსტიტუციას ორი მიზეზი აქვს - ვალესა და ახალციხის საბაჟო,
საიდანაც თურქული ტრაილერები შემოდიან. მეძავები სწორედ მათ მძღოლებს ემსახურებიან და რადგან გამკითხავი არავინ არის, ნებისმიერი საშუალებით ცდილობენ სულ უფრო მეტი ქალის ჩათრევას.

ბიზნესის მთავარი ობიექტები პატარა თურქული კაფე-ბარებია, რომელშიც მხოლოდ თურქი მძღოლები შედიან. იქ ქართველების შესვლა აკრძალულია.

ამ ბარების გასახსნელად თურქეთის მოქალაქეებმა პატარ-პატარა ობიექტები, მათ შორის ავტოგასამართი სადგურები შეისყიდეს და მომსახურე პერსონალად აქაური ქალები დაიქირავეს. ისინი უზრუნველყოფენ თურქი მძღოლებისთვის სექსმუშაკის მიყვანას, კაფეების მეპატრონეები კი ყველაფერს აკონტროლებენ.

შედარებით მსხვილ ბიზნესობიექტებს, თურქულ სასტუმროებს, საკუთარი მეძავები ჰყავთ, ისინი მხოლოდ რესტორნების კლიენტებს ემსახურებიან.

ქალები კაფე-ბარებში დაახლოებით ღამის 3 საათამდე ერთობიან კლიენტებთან, მერე კი მათთან ერთად სასტუმროებში გადადიან სექსმომსახურებისთვის. კაფე-ბარებიდან მთვრალი მეძავები და მათი კლიენტები ხშირად ქუჩაში გამოდიან, სადაც მოსახლეობის თვალწინ უმსგავსად იქცევიან. მათ გამაყრუებელ ხმაურსა და ჩხუბს ბოლო არ უჩანს.

შარშან ახალგაზრდები ერთ კაფე-ბარში შეცვივდნენ და მეპატრონეს მისი დახურვა მოსთხოვეს. საპასუხოდ თავად ახალგაზრდები დაიჭირეს, რომელთა გათავისუფლების მოთხოვნით ქალაქში გრანდიოზული აქცია გაიმართა. (იხილეთ სრულად)


მკითხველის კომენტარი (19)
Gruzini
30 მაისი 2018 19:42
მარტო თურქებს რო ლანძღავთ, ვინმეს ძალით შეყავს ეგ პატიოსანი გოგოები მანდ სამუშაოთ?
ალექს
30 მაისი 2018 09:45
ყველგან,სადაც სახელმწიფო არ არეგულირებს,მაფია შედის,აქ მაფია არაა,არ გაახარებენ,წვრილფეხობა შეიძლება იყოს,ისინი ალბათ "საჭიროა" მავანთათვის !
პროსტიტუციას,ნარკომანიას და აზარტულ თამაშებს ერთი პატრონი და ერთი მოწინააღმდეგე ყავს ყველგან ,ესაა თავად სახელმწიფო და ჩვენი ოჯახი !
ეკა
29 მაისი 2018 23:04
სანამ ვარდების მოედანი გახდებოდა, მანამდე იყო რესპუბლიკის მოედანი! თუ ეს სახელწოდება ისტორიული არ იყო?! ასე,რომ ბოლოდან კი არა ,თავიდან დაიწყე ისტორიული წიაღსვლები,ჩემო იმანო!
Gulo
29 მაისი 2018 19:12
Es riso braia i it saxemwifosi imitom rom sakartveloshi aris umushavroba ar aris samsaxurebi rit ishovnon Luka fuli rit gadairchinon tavi imas fikroben sacodaoba xalxno rac sakartvelos sjirc Zogno fsikukurad davadda da Zogno galotda Zogno gaixrwna bavshvebi ki daveriet e rtmanets axar vzogavt e rtmanets Ara o jaxis wevrebs davkarget ufros uncrosoba da es seni gvakvs sakartvelos sheyrili amitom daudgat e rtmanets gverdit velocità da am tavrobs ki mkacrad movtxovot samsaxurebi sheikmnas asakmebs da axar iyos umushavroba torem sakartvelo axar ikneba icodet
joniko
29 მაისი 2018 15:47
arika rustavi orma ar gagig tore gaglandzgaven)))))
ზურაბი
29 მაისი 2018 14:03
ვარდების მოედანი- ც ისტორიული ცნებაა! ისევ გადარქმევა საჭირო არაა! მოსაძებნია სხვა ან აშენდეს ახალი ლოკაცია თავისი ისტორიული გაფორმებით! რატომ არ უნდა განვითარდეს ქვეყანა! სხვაგან ნეტავ ვის მოუვა აზრად უცვალონ თავის ისტორიულ ძეგლებს სახელი იმიტომ რომ ან ფული აკეთონ ან სიძულვილის ჭია დააპურონ! როდემდე უნდა იყვნენ არა სახელმწიფოებრივი აზროვნების მმართველები ქვეყნის სათავეში!
სტატიის ავტორს ეთერ ერაძეს
29 მაისი 2018 10:33
ქალბატონო ეთერ. შარშან რომ სასადილოში მთვრალი და აგრესიული ახალგაზრდები შეცვივდნენ, შეურაცყოფები და აგრესიები გამოხატეს სასადილოში მსხდომი ხალხის მიმართ, რომლებიც მშვიდად თავისთვის სადილობდნენ. 21-ე საუკუნეში მსგავსი რამეები არ უნდა ხდებოდეს და დიახ, ზუსტადაც დასაჭერები იყვნენ. თუ ვინმე კანონს არღვევს, სამართალდამცავი ორგანოებია ამის აღმოსაფხვრელად და არა აგრესიული, თავგასული ბიჭ-ბუჭები (არ დაბლოკოთ ეს კომენტარი)
არჩილ
29 მაისი 2018 08:07
არის გამოსავალი! თუ სურვილია ეშველოს საქართველოს და არა ვიღაცის ჯიბეს. უცხო ქვეყნების სატვირთო მანქანები საზღვრებზე დაიდოს მატარებელზე და გადაიზიდოს რკინიგზით. ასე ხდება ნორმალურ ქვეყნებში. ეკოლოგიაც შენარჩუნდება, გზაც, რომელიც სავალალო მდგომარეობაშია და ავიცილებთ უამრავ კატასტროფებს. საქართველო ამით ბევრს მოიგებს, თუ მთავრობა ამ საკითხს მოაგვარებს.
სიმართლე.
29 მაისი 2018 00:57
ახალციხეში ყოფილა რთული სიტუაცია, თბილისში, ხაშურში, ბათუმში და საერთოდ მთელ საქართველოში, ლაითი სიტუაცია ყოფილა.
მათე
29 მაისი 2018 00:51
არასამთავრობოები ალბათ მიესალმებიან ამ ფაქტს-როგორც ტოლერანტულობის ნიმუშს.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები