"თავი ფულის გამო არ მომიკლავს, ავადმყოფობის გამო მოვიკალი..."
04-06-2018
"თავი ფულის გამო არ მომიკლავს, ავადმყოფობის გამო მოვიკალი..."
"მე თავი ფუ­ლის გამო არ მო­მიკ­ლავს, თავი ავად­მყო­ფო­ბის გამო მო­ვი­კა­ლი..." - ასე­თია 35 წლამ­დე ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის უკა­ნას­კნე­ლი სი­ტყვე­ბი. ის აზარ­ტულ თა­მა­შებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის მსხვერ­პლია...
"საფ­ლა­ვი უბ­რა­ლო გა­მი­კე­თეთ. ლოც­ვებ­ში მა­ინც ვერ მო­მიხ­სე­ნი­ებთ, ამი­ტომ და­ი­ვი­წყეთ და ისე იცხოვ­რეთ, ვი­თომ არც ვყო­ფილ­ვარ. თა­თია, მიყ­ვარ­ხარ. მე თავი ფუ­ლის გამო არ მო­მიკ­ლავს, თავი ავად­მყო­ფო­ბის გამო მო­ვი­კა­ლი. რამ­დე­ნი წე­ლია, ასე ვი­ტან­ჯე­ბი და თავს ვერ ვა­ნე­ბებ. ასე თუ და­ვა­ნე­ბებ, ალ­ბათ. სხვა გზა არც ვიცი, ყვე­ლა­ფე­რი ვცა­დე," - და­წე­რა ახალ­გაზ­რდამ
ცოლ­სა და ოჯა­ხის წევ­რებ­თან გა­მო­სამ­შვი­დო­ბე­ბელ წე­რილ­ში, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის ზღვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, თავის ავ­ტო­მო­ბილ­ში და­ტო­ვა, თვითონ კი თავი ჩა­მო­იხ­რჩო.

ფაქ­ტის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს დეკანოზმა შალ­ვა კე­კე­ლი­ამ უამ­ბო. გარ­დაც­ვლი­ლი მა­მა­კა­ცი მისი მრევ­ლის წევ­რის მე­უღ­ლე იყო, რომ­ლის ვი­ნა­ო­ბა­საც სა­სუ­ლი­ე­რო პირი არ ამხელს. რო­გორც დეკანოზი შალ­ვა იხ­სე­ნებს, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის­გან
თა­ვის დახ­სნას და­ახ­ლო­ე­ბით 5-6 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ცდი­ლობ­და, თუმ­ცა უშე­დე­გოდ.
"მისი ოჯა­ხი მო­ვი­და, რომ დავ­ხმა­რე­ბო­დი. ცოლს ძა­ლი­ან უყ­ვარ­და და ეხ­მა­რე­ბო­და, ფსი­ქო­ლოგ­თან მის­ვლაც შეს­თა­ვა­ზა, თუმ­ცა უარი უთხრა.
ეს ბიჭი ცდი­ლობ­და, რომ თა­მა­შის­თვის თავი და­ე­ნე­ბე­ბი­ნა, მო­ნას­ტერ­შიც იყო წა­სუ­ლი, თუმ­ცა ვერ შეძ­ლო, აჰყვა აზარ­ტულ თა­მა­შებს. თა­ვი­დან სა­თა­მა­შო აპა­რა­ტე­ბით და­ი­წ­ყო თა­მა­ში და მერე ჩა­ით­რია ამ ყვე­ლა­ფერ­მა.
აზარ­ტულ თა­მა­შებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რეკ­ლა­მე­ბი ყველ­გან ხვდე­ბო­და, ტე­ლე­ფონ­შიც კი ყველ­გან ამას ხე­დავ­და და მისი მეშ­ვე­ო­ბი­თაც შე­ეძ­ლო, ეთა­მა­შა. იმ­დე­ნად იყო ჩათ­რე­უ­ლი, რომ შე­მო­თა­ვა­ზე­ბებ­ზე უარს ვე­ღარ ამ­ბობ­და.
სურ­ვი­ლი ჰქონ­და, მაგ­რამ ხვდე­ბო­და, რომ თავს ვე­ღარ აღ­წევ­და და ბო­ლოს წე­რილ­შიც და­წე­რა, ყვე­ლა­ზე ცუდი ადა­მი­ა­ნი ვარ, რომ ამას თავს ვერ ვა­ნე­ბე­ბო. ამი­ტომ ერ­თა­დერთ გა­მო­სა­ვალს ხე­დავ­და. მას ეშ­მა­კი ეუბ­ნე­ბო­და: ხომ ხე­დავ, რო­გო­რი სა­ში­ნე­ლე­ბა ხარ, მა­ინც არ სწორ­დე­ბი, მა­ინც არ იც­ვლე­ბა შენი ცხოვ­რე­ბა და უმ­ჯო­ბე­სია, ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი გზა აირ­ჩიო - თავი მო­ი­კა­ლი..." - უამ­ბო დეკანოზმა შალ­ვა კე­კე­ლი­ამ AMBEBI.GE-ს.
რამ­დე­ნი­მე თვით ადრე ახალ­გაზ­რდას თვით­მკვლე­ლო­ბა უცდია, თუმ­ცა მა­შინ მე­უღ­ლემ მი­უს­წრო და გა­და­არ­ჩი­ნა. წინა შემ­თხვე­ვა­შიც მან ოჯახ­თან გა­მომ­შვი­დო­ბე­ბა წე­რი­ლით სცა­და, რო­მელ­შიც საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს ბო­დიშს უხ­დი­და.
"ყვე­ლა­ფერს ვხვდე­ბი, ალ­ბათ, არ ვარ სი­ცო­ცხლის ღირ­სი. ყვე­ლას გიმ­წა­რებთ ცხოვ­რე­ბას, მაგ­რამ მე მიყ­ვარ­ხართ და ამას შეგ­ნე­ბუ­ლად არ ვა­კე­თებ. მე ავად ვარ. მად­ლო­ბა, აქამ­დე თქვე­ნი წყა­ლო­ბით მო­ვე­დი და მე ნა­გა­ვი ვარ. მა­პა­ტი­ეთ," - წერ­და ის, თუმ­ცა მა­შინ სუ­ი­ცი­დის მცდე­ლო­ბა ჩა­ე­შა­ლა და ლუ­დო­მა­ნი­ის­გან თა­ვის და­საღ­წე­ვად მო­ნას­ტერ­ში წას­ვლა მო­ი­სურ­ვა.
"უმე­ტე­სო­ბა ვა­ლე­ბის გამო იკ­ლავს თავს. ამ ადა­მი­ანს ვა­ლე­ბი არ ჰქო­ნია, მო­იკ­ლა იმი­ტომ, რომ ვნე­ბას ვერ გა­უმკლავ­და. ოჯა­ხი მას რვა დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­და. დედ-მამა ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­ს ამ ყვე­ლა­ფერს. ამ­ხე­ლა ტკი­ვი­ლი აქვს ოჯახს... რო­გორც ამ­ბო­ბენ, ძა­ლი­ან ხა­ლი­სი­ა­ნი, თბი­ლი, ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი ბიჭი იყო. მე­გობ­რე­ბიც ასე ახა­სი­ა­თე­ბენ... ჩემ­თან იყ­ვნენ ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ძა­ლი­ან დიდ­ხანს ვი­სა­უბ­რეთ. უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა," - აღ­ნიშ­ნა დეკანოზმა.
სა­სუ­ლი­ე­რო პირი აღ­ნიშ­ნავს, რომ ეს ერ­თა­დერ­თი შემ­თხვე­ვა არ არის, როცა ადა­მი­ა­ნი ლუ­დო­მა­ნი­ის­გან ვერ თა­ვი­სუფ­ლდე­ბა. ამ უმ­ძი­მე­სი პრობ­ლე­მით მას­თან უამ­რა­ვი მი­დის, ბევ­რმა კი წნეხს ვე­ღარ გა­უძ­ლო და ცხოვ­რე­ბა თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა.
"ჩემი სამ­ღვდე­ლო გა­მოც­დი­ლე­ბით, ადა­მი­ა­ნე­ბის აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი­დან გა­მოყ­ვა­ნა უფრო რთუ­ლია, ვიდ­რე ნარ­კო­ტი­კის­თვის თა­ვის და­ნე­ბე­ბა. როცა წა­გე­ბუ­ლი აქვთ, ფიქ­რო­ბენ, რომ შემ­დეგ მო­ი­გე­ბენ და თა­მაშს აგ­რძე­ლე­ბენ. თუ მო­ი­გებ, უფრო მეტი ცდუ­ნე­ბაა. გგო­ნია, რომ ძა­ლი­ან იოლად შე­გიძ­ლია, დიდი ფული იშოვ­ო. ძა­ლი­ან ბევ­რი ამ საც­დუ­რს ვერ უმკლავდება და ვერ ანე­ბებს თავს, ამი­ტომ აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­კეთ­დეს," - აღ­ნიშ­ნა დეკამოზმა.
რო­გორც იხ­სე­ნებს, მისი ცხრაწ­ლი­ა­ნი სა­სუ­ლი­ე­რო მოღ­ვა­წე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 100 შემ­თხვე­ვა მა­ინც მომ­ხდა­რა, რო­დე­საც აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის გამო ადა­მი­ა­ნებ­მა სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლეს, რად­გან ფი­ნან­სურ და ფსი­ქო­ლო­გი­ურ წნეხს ვერ გა­უმკლავ­დნენ... ბევ­რმა კი ეს დამ­ღუპ­ვე­ლი სენი დასძ­ლია და სა­კუ­თარ თავს ახ­ლაც აკონ­ტრო­ლებს.
"ჩემი მრევ­ლის იმ ნა­წილს, ვინც აზარ­ტულ თა­მა­შებს თა­მა­შობ­და, უთ­ქვამს, კა­ზი­ნო­ე­ბი ქა­ლა­ქი­დან ცოტა შორს რომ ყო­ფი­ლი­ყო, შე­იძ­ლე­ბა, აღარ წა­სუ­ლიყ­ვნენ. რო­გორც ვიცი, ამე­რი­კის ბევრ შტატ­ში კა­ზი­ნო­ე­ბი აკ­რძა­ლუ­ლია, ევ­რო­პის ქა­ლა­ქებ­შიც ვერ შე­ამ­ჩნევ, რეკ­ლა­მა ისე­თი ცოტაა. მა­გა­ლი­თად, ფი­ნეთ­ში, ჰელ­სინკში ერთი კა­ზი­ნოა, რო­მე­ლიც ქა­ლა­ქის ცენ­ტრში მდე­ბა­რე­ობს, რეკ­ლა­მა არ აქვს და ვერც შე­ამ­ჩნევ, რა ობი­ექ­ტია. იქ წა­გე­ბუ­ლი თან­ხე­ბი ქველ­მოქ­მე­დე­ბას ხმარ­დე­ბა.
ჩვენ­თან კი სა­პატ­რი­არ­ქოს გვერ­დ­ით ამ­ხე­ლა კა­ზი­ნოა და არა მ­ხო­ლოდ თბი­ლის­ში, არა­მედ ბა­თუმ­ში მი­მა­ვალ გზა­ზე, ყველ­გან კა­ზი­ნოს რეკ­ლა­მაა გა­მოკ­რუ­ლი. ეს ძა­ლი­ან დიდი ცდუ­ნე­ბაა, რად­გან თუ აზარ­ტუ­ლი მო­თა­მა­შე ხარ, ვე­რაფ­რით იტყვი უარს.
ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბულს, რო­მელ­საც თა­ვის და­ნე­ბე­ბა სურს, ყო­ველ­დღე წინ ნარ­კო­ტი­კი რომ და­უ­დო, მიზ­ნის მიღ­წე­ვას ხომ ვერ შეძ­ლებს?! ზუს­ტად იგი­ვეა აზარ­ტული თა­მა­შებიც. აზარ­ტუ­ლი მო­თა­მა­შე ვერ შე­ჩერ­დე­ბა, თუ მას ეს ყო­ვე­ლი­ვე სულ თვალ­წინ ექ­ნე­ბა," - ამბობს დეკანოზი შალ­ვა.
მისი რჩე­ვით, ვი­საც სურს, მის­მა ახ­ლო­ბელ­მა, მე­გო­ბარ­მა, ოჯა­ხის წევ­რმა აზარ­ტულ თა­მა­შებ­ზე უარი თქვას, გვერ­დით უნდა და­უდ­გეს, მხა­რი და­უ­ჭი­როს, რად­გან ამ დროს ადა­მი­ა­ნის მარ­ტო და­ტო­ვე­ბა და მას­თან კონ­ფლიქ­ტი შე­იძ­ლე­ბა დამ­ღუპ­ვე­ლი აღ­მოჩ­ნდეს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები