"შევხედავ სიტუაციას, შესაძლოა ხალხს მოვუწოდო, რომ ცოტა ხნით შევისვენოთ" - კვირის პალიტრა

"შევხედავ სიტუაციას, შესაძლოა ხალხს მოვუწოდო, რომ ცოტა ხნით შევისვენოთ"

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ შესაძლოა პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდოს. ამის შესახებ მან პარლამენტში საგამოძიებო კომისიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, შეხედავს სიტუაციას და შესაძლია ხალხს მოვუწოდოს, რომ ცოტა ხნით შეისვენონ. "აქციაზე ახლა ჩავდივარ, შევხედავ სიტუაციას, შესაძლებელია მოვუწოდო ხალხს, რომ ცოტა ხნით შევისვენოთ. დღეს ძალიან ბევრი გაურკვეველი სიტუაცია იყო ძალოვანი სტრუქტურებიდან. მეც ვარ გენინსპექციაში დაბარებული. ძალიან ბევრი დეტალია გამოსაძიებელი დღევანდელი დღიდან, თუნდაც კუპრავას დაკავება, ის ინციდენტი, რაც სასადილოში მოხდა. ფაქტობრივად, ამ საქმეებზე ვარ სარბენი, რომ კიდევ რამე არ მოხდეს", - აღნიშნა სარალიძემ. პარლამენტის შენობის წინ ზაზა სარალიძის სოლიდარობის აქცია დასრულებულია. ტერიტორია დატოვა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ და პანკისის ხეობაში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა უკვე დატოვეს.

სარალიძის ინიციატივას, აქციების ერთი კვირთ შეჩერებასთან დაკავშირებით, პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი მხარს სრულად უჭერს.

თავის მხრივ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა განაცხადეს, ემორჩილებიან ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის გადაწყვეტილებას და დღეს აქცია აღარ გაგრძელდება.

ზაზა სარალიძემ დღეს ერთკვირიანი ტაიმ-აუტი აიღო და აქცია შეწყვიტა "ინტერპრესნიუსი"