კლუბური ნარკოტიკის ზემოქმედებით კლინიკაში ძმები შეიყვანეს, რომელთაგან ერთი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

კლუბური ნარკოტიკის ზემოქმედებით კლინიკაში ძმები შეიყვანეს, რომელთაგან ერთი გარდაიცვალა

კლუბური ნარკოტიკის ზემოქმედებით კლინიკაში ძმები შეიყვანეს, რომელთაგან ერთი გარდაიცვალა

ადვოკატ ლალი აფციაურის ინფორმაციით, ალადაშვილის კლინიკაში კლუბური ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ორი ძმა შეიყვანეს, რომელთაგან ერთი გარდაიცვალა. რაც შეეხება მეორე პირს, ადვოკატის ინფორმაციით, ის მძიმედაა.

"მე კლინიკაში ვარ. ჩემი მეგობრის სანახავად მოვედი. ცოტა ხნის წინ ატყდა კივილი. რომ ვიკითხე, ექიმებმა მითხრეს, რომ ორი ძმა არის შემოყვანილი ნარკო-კომით. ერთს გული ვერ აუმუშავეს და გარდაიცვალა, მეორე მძიმედაა", - განაცხადა აფციაურმა.

მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები არ აღინიშნება.