"ღირსების მკვლელობა" აფხაზეთში - ქალი, რომელსაც ქმრის ოჯახიდან ფულის მოპარვა ბრალდებოდა, ძმამ მოკლა - კვირის პალიტრა

"ღირსების მკვლელობა" აფხაზეთში - ქალი, რომელსაც ქმრის ოჯახიდან ფულის მოპარვა ბრალდებოდა, ძმამ მოკლა

აფხაზეთში კიდევ ერთი "ღირსების მკვლელობა" მოხდა. ოჩამჩირის რაიონში ძმამ და მოკლა, რომელსაც ოთხი არასრულწლოვანი შვილი დარჩა... თავდაპირველად ინფორმაცია სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელდა, შემდეგ კი ე.წ. სამართალდამცავმა უწყებამაც დაადასტურა. მოკლულ ქალს ქმრის სახლიდან თანხის მოპარვის გამო რვაწლიანი სასჯელი ჰქონდა მისჯილი. თუმცა, სასამართლომ გაითვალისწინა, რომ "ბრალდებულს" არასრულწლოვან შვილებთან ერთად, ჩვილი ბავშვიც ჰყავდა და პატიმრობიდან გაათავისუფლა.

არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომ ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორიდან მისმა ძმამ ე.წ. სამართალდაცველებთან გარკვეული შეთანხმების შემდეგ წამოიყვანა, მეორე დღეს საკუთარი სახლში ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მოკლა და შემდეგ ადგილობრივ "მილიციას" ჩაბარდა, სადაც დანაშაული აღიარა.

ეს უკვე მესამე ე.წ. ღირსების მკვლელობაა აფხაზეთში. ზუსტად ერთი წლის წინ, კიდევ ერთმა ადგილობრივმა რობერტ ჯღამაზიამ, საკუთარი 23 წლის ქალიშვილი ასევე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. მაშინ გავრცელებული ინფორმაციით, ანჟელიკა ჯღამაზიას მამა ამ ქმედებამდე დეპუტატმა ალმას ჯაპუამ მიიყვანა. რობერტ ჯღამაზია "გაასამართლეს" და 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ამ შემთხვევიდან რამდენიმე თვის შემდეგ კიდევ ერთი მკვლელობა მოხდა. განაგრძეთ კითხვა