რატომ დაჭრა ძმამ და? - ახალი დეტალები ზუგდიდში მომხდარ ფაქტზე - კვირის პალიტრა

რატომ დაჭრა ძმამ და? - ახალი დეტალები ზუგდიდში მომხდარ ფაქტზე

ზუგდიდში ძმის მიერ დაჭრილ ქალს საავადმყოფოდან, სავარაუდოდ, დღეს გაწერენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში განუცხადეს, დაჭრილის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

ქალი საკუთარმა ძმამ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბლაგვი საგნით, გუშინ, დადიანების მუზეუმის ეზოში დაჭრა. მას გულ-მკერდის და მხრის არეში ორი ჭრილობა აღენიშნება.

არსებული ინფორმაციით, და-ძმას შორის შელაპარაკება ქალის მიერ აღებული ვალების საკითხზე გახდა, რომელიც მას ოჯახისგან მალულად ჰქონდა.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 11 პრიმა 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მამაკაცი, რომელმაც და დაჭრა, დაკავებულია

"ინტერპრესნიუსი"