თურქეთში ავარიას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

თურქეთში ავარიას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა

თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა. თურქული მედიის ინფორმაციით, შემთხვევა გედიზი-ქუთაჰიას გზის 22-ე კილომეტრზე მოხდა. სატვირთო ავტომობილი გზიდან გადავარდა.

საქართველოს მოქალაქის ცხედარი გედიზის პროზექტურაშია გადასვენებული.

ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.

"ინტერპრესნიუსი"