"ბავშვების ჩანაწერში ისმის ასეთი ფრაზა: "ვიღაც ბაბუამ შეიძლება ფული შემოგთავაზოს" - კვირის პალიტრა

"ბავშვების ჩანაწერში ისმის ასეთი ფრაზა: "ვიღაც ბაბუამ შეიძლება ფული შემოგთავაზოს"

ბავშვების ჩანაწერში ისმის ასეთი ფრაზა: "ვიღაც ბაბუამ შეიძლება ფული შემოგთავაზოს", - ამის შესახებ ზაზა სარალიძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ფლობს თუ არა ის ინფორმაციას მოწმეებზე ზეწოლის შესახებ.

"პირდაპირ ინფორმაციას სამწუხაროდ ვერ ვფლობ. ძალიან დიდი სურვილი მქონდა და ყველანაირად ვცდილობდი, გავსულიყავი ვინმეზე, მაგრამ ზუსტად ბავშვების ჩანაწერში ისმის ასეთი რამ: "ვიღაც ბაბუამ შეიძლება ფული შემოგთავაზოს". ვისზე იყო საუბარი, სიმართლე გითხრათ ზუსტად არ ვიცი. რომელიღაც გამომძიებელი ან პროკურორი ეუბნება ამ ბავშვებს ასეთ სიტყვებს", - განაცხადა სარალიძემ.

მისი თქმით, ზვიად კუპრავას, რომელიც ამ საქმეს თავისი გზებით იძიებდა, გაუჩნდა ეჭვი, რომ ეს ბაბუა ბორის კაკუბავა იყო.

იხილეთ ასევე: "როდესაც ჩემი შვილი მიწას მივაბარეთ, ბევრ ბავშვს გავესაუბრე და არც ერთს მშობელმა საუბარი არ აცადა" - რატომ მივიდა სუბელიანი სარალიძის ოჯახში?