"ფარდული ძალიან დიდ საიდუმლოს ინახავდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა მდგომარეობაში იყო ჩემი შვილი" - კვირის პალიტრა

"ფარდული ძალიან დიდ საიდუმლოს ინახავდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა მდგომარეობაში იყო ჩემი შვილი"

ფარდული ძალიან დიდ საიდუმლოს ინახავდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა მდგომარეობაში იყო ჩემი შვილი. იქ სისხლის ძალიან ბევრი კვალი იყო, რაც ზუსტად დაადგენდა, რა ხდებოდა, - ამის შესახებ ზაზა სარალიძემ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

"მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი შვილი იყო 1.95 სიმაღლეში, ხოლო ამ ფარდულის მაქსიმალური სიმაღლე, როგორც დოკუმენტებშია მითითებული, 1.30-1.40 მეტრი. თუნდაც ყოფილიყო 1.60 მეტრის, არც ერთი ბავშვი არ არის 1.60 მეტრზე დაბალი. ჩნდება კითხვა, ეს ყველა ბავშვი ერთად როგორ მოთავსდებოდა ამ ფარდულში და მოხდა თუ არა ჩემი შვილის მკვლელობა ფარდულის შიგნით და არა გარეთ? ეს ფარდული რომ არ დანგრეულიყო, ზუსტად დადგინდებოდა იქ ყოფნისას ჩემი შვილის მდებარეობა - რომელ მხარეს იდგა, საით იყო შეტრიალებული, რამდენად შეეძლო გ.ჯ-ს, რომ 12 ჭრილობა მიეყენებინა, რამდენად შეეძლო მიხეილ კალანდიას მისთვის ჭრილობების მიყენება და ზოგადად, რამდენი ადამიანის მოთავსება შეიძლებოდა ამ 5 კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მისივე თქმით, როდესაც ფარდულის დანგრევის მიზეზის გარკვევას შეეცადა, გამომძიებელმა ირაკლი ფიფიამ უპასუხა, რომ ფარდული კერძო საკუთრება იყო და ხელის შეშლის უფლება არ ჰქონდათ.

იხილეთ ასევე: "როდესაც ჩემი შვილი მიწას მივაბარეთ, ბევრ ბავშვს გავესაუბრე და არც ერთს მშობელმა საუბარი არ აცადა" - რატომ მივიდა სუბელიანი სარალიძის ოჯახში?