"მე ვთვლი, რომ დათო სარალიძის მკვლელობა ჯგუფური მკვლელობაა" - რას ამბობს ლევან დადუნაშვილის დედა? - კვირის პალიტრა

"მე ვთვლი, რომ დათო სარალიძის მკვლელობა ჯგუფური მკვლელობაა" - რას ამბობს ლევან დადუნაშვილის დედა?

დათო სარალიძესთან დაკავშირებით თქვეს, რომ კონკრეტულად სასიკვდილო ჭრილობა არის არტერიაში. მე ამას არ დავეთანხმებოდი, იმიტომ რომ 12 ჭრილობიდან არ შეიძლება ერთი კონკრეტული გამოიყოს, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის დედამ ნათია საყვაელიძემ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

"არტერია არის ძლიან სწრაფი და შეიძლება მან დაასწრო, ეს ერთი, მეორეც, ე.ი. რა გამოდის, რომ ვინც არტერია გადაჭრა, ის არის მარტო მკვლელი? ესეც არ მესმის. არ ვიცი შეიძლება იურისტები ამას რაღაც სხვა თვალით უყურებთ, მე ვთვლი რომ დათო სარალიძის მკვლელობა ეს ჯგუფური მკვლელობაა", - განაცხადა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ლევან დადუნაშვილის დედამ ნათია საყვარელიძემ.

იხილეთ ასევე: "როდესაც ჩემი შვილი მიწას მივაბარეთ, ბევრ ბავშვს გავესაუბრე და არც ერთს მშობელმა საუბარი არ აცადა" - რატომ მივიდა სუბელიანი სარალიძის ოჯახში?