ავარია წეროვანთან - დაშავებულია 13 ადამიანი - კვირის პალიტრა

ავარია წეროვანთან - დაშავებულია 13 ადამიანი

წეროვანში სამგზავრო მიკროავტობუსისა და ტრაილერის შეჯახების შედეგად, პირველადი ინფორმაციით, 13 ადამიანია დაშავებული. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

არსებული ინფორმაციით, ტრაილერის მძღოლი, რომელიც საქართველოში თურქული ნომრებით მოძრაობდა, დაკავებულია.

როგორც“ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

როგორც ტრაილერი, ისე მიკროავტობუსი თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრაობდა.