წეროვანთან მომხდარი ავარიისას დაშავებულები საავადმყოფოებში გადაჰყავთ - კვირის პალიტრა

წეროვანთან მომხდარი ავარიისას დაშავებულები საავადმყოფოებში გადაჰყავთ

წეროვანთან მომხდარი ავარიისას დაშავებულების ნაწილი სასწარაფო დახმარების ბრიგადებს საავადმყოფოებში ამ წუთებში გადაჰყავთ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში განუცხადეს.

დაშავებულთა ნაწილი კი, როგორც უწყებაში აცხადებენ, მცხეთის სამედიცინო ცენტრში და მცხეთაში, "ჯეო ჰოსპიტალსის" კლინიკაში უკვე გადაიყვანეს.

"პაციენტების საავადმყოფოებში გადაყვანა დასრულებული არ არის. მსხვერპლი არ არის", - განაცხადეს უწყებაში.

წეროვანში სამგზავრო მიკროავტობუსისა და ტრაილერის შეჯახების შედეგად, პირველადი ინფორმაციით, 16 ადამიანია დაშავებული. ტრაილერის მძღოლი, რომელიც საქართველოში თურქული ნომრებით მოძრაობდა, დაკავებულია.

როგორც"ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ტრაილერი და მიკროავტობუსი თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრაობდა.