"ქუჩის ბიჭების" მომღერალი ირაკლი ნოზაძე დაჭრეს - კვირის პალიტრა

"ქუჩის ბიჭების" მომღერალი ირაკლი ნოზაძე დაჭრეს

ჯგუფ "ქუჩის ბიჭების" წევრი, მომღერალი ირაკლი ნოზაძე დაჭერს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ჯგუფის წევრმა ზურა ხაჩიძემ განუცხადა, დაჭრილი ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა წერეთლის გამზირზე, მესამე კორპუსთან მოხდა.

მომხდარის დეტალები ამ დროისთვის უცნობია. დაჭრის ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

"ინტერპრესნიუსი"