"გოგონებს, რომლებმაც თითქოს ჩემი ძმა დაჭრეს, არავინ იცნობს" - რას ამბობს ირაკლი ნოზაძის ძმა? - კვირის პალიტრა

"გოგონებს, რომლებმაც თითქოს ჩემი ძმა დაჭრეს, არავინ იცნობს" - რას ამბობს ირაკლი ნოზაძის ძმა?

დაჭრილი მომღერლის, ირაკლი ნოზაძის ძმის, დავით ნოზაძის განცხადებით, მისთვის გუშინ მომხდარი შემთხვევის მოტივი ამ დრომდე უცნობია.

როგორც დავით ნოზაძემ "ინტერპრესნიუსს" ღუდუშაურის კლინიკაში განუცხადა, გოგონებს, რომლებზეც არსებობს ეჭვი, რომ ირაკლი ნოზაძე დაჭრეს, არავინ იცნობს.

"მომხდარზე ვერაფერს გეტყვით. ჩვენს სამეგობროსა და სანათესაოში არავინ იცნონს იმ გოგოებს, თუ ვინ იყვნენ ისინი. პირველად გვესმის მათ შესახებ. ასევე ვერაფერს გეტყვით იმაზე, ფიგურირებს თუ არა მომხდარში მესამე პირი. კონფლიქტი აბსოლუტურად არავისთან ჰქონია. მარტო ჩემთვის კი არა, სამეგობროსთვისაც არ არის ცნობილი მოტივი, რატომ შეიძლებოდა მომხდარიყო ასეთი ფაქტი. ვერანაირ მიზეზს ვერ ვუკავშირებ ჯერჯერობით", - განაცხადა დავით ნოზაძემ.

„ქუჩის ბიჭების“ სოლისტი ირაკლი ნოზაძე გუშინ საღამოს, წერეთლის გამზირზე დაჭრეს. მას ღუდუშაურის კლინიკაში წუხელ ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ნოზაძეს ცივი იარაღით დაზიანებები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. დანაშაულში სავარაუდო ეჭვმიტანილი ორი გოგონაა.

ხილეთ ასევე: "მანქანით მოვიდა ორი გოგო, უყვიროდნენ უხამსი სიტყვებით - ჩამოდიო პიკასოო" - რას ყვებიან მეზობლები მომღერლის დაჭრის ფაქტზე?

"ინტერპრესნიუსი"