"გვიან ღამით პოლიცია იყო მოსული" - ვინ არის "პიკასოს" დაჭრაში მონაწილე სავარაუდო ეჭვმიტანილი ქალი?
"გვიან ღამით პოლიცია იყო მოსული" - ვინ არის "პიკასოს" დაჭრაში მონაწილე სავარაუდო ეჭვმიტანილი ქალი?
25 ივნისს, საღამოს, ჯგუფ "ქუჩის ბიჭების" სოლისტი ირაკლი ნოზაძე დაჭრეს. შემთხვევა წერეთლის გამზირზე მოხდა. მომღერალს ღუდუშაურის კლინიკაში გუშინ ღამით ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ექიმის თქმით, მომრღერლის მდგომარეობა სტაბილურია. ნოზაძეს ცივი იარაღით დაზიანებები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.

დანაშაულში სავარაუდო ეჭვმიტანილი ორი გოგონაა, რომლებიც შსს-ის ინფორმაციით, იდენტიფიცირებულები არიან, თუმცა დაკავებულები არა.

როგორც წერეთლის გამზირზე მცხოვრებლები ყვებიან, მომღერალს საცხოვრებელი სახლიდან ჩამოსვლას ორი გოგო სთხოვდა. მათივე ინფორმაციით, ნოზაძე სახლიდან ჩამოვიდა და
მანქანაში ჩაუჯდა აღნიშნულ გოგოებს, რამდენიმე წამში კი სისხლიანი გადმოვიდა და შველას ითხოვდა.

როგორც თვითმხილველი ჟურნალისტებთან ამბობს, ნოზაძეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მოსვლამდე გონება არ დაუკარგავს.

"დავინახე, დაჭრილი ირაკლი ნოზაძე სკამზე იჯდა და სისხლისგან იცლებოდა... ერთადერთი ვერსია ის ვიცი, რომ გოგონამ დაჭრა. ირაკლი ნოზაძე გონზე იყო
ბოლომდე, მაგრამ ბოლო ორი წუთის განმავლობაში ითიშებოდა",
- განაცხადა თვითმხილველმა.

მომღერლის ძმის, დავით ნოზაძის თქმით, გოგონებს, რომლებზეც არსებობს ეჭვი, რომ ირაკლი ნოზაძე დაჭრეს, არავინ იცნობს.

"კურიერის"
ინფორმაციით, ირაკლი ნოზაძის თავდასხმაში მონაწილე ერთ-ერთი ქალბატონი 29 წლის თამთა ჯანჯღავაა. "კურიერმა" ირაკლი ნოზაძის თავდასხმაში მონაწილე თამთა ჯანჯღავას სახლს მიაკვლია. მათივე ინფორმაციით, გუშინ შემთხვევის ადგილზე ორ გოგონასთან ერთად მანქანაში ასევე იმყოფებოდა ერთი მამაკაცი, თუმცა ამას შსს-ში არ ადასტურებენ.

როგორც მეზობლებმა "რუსთავი 2"-ს განუცხადეს, თამთა ჯანჯღავა აღნიშნულ სახლში მამაკაცთან და 2 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად, ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობდა და დაახლოებით ორი კვირის წინ გადავიდა.

მეზობლების თქმით, გოგონა დადიოდა შავი "მინი კუპერით". როგორც ცნობილია, ეს "მინი კუპერი" თვითმხილველებმა ნახეს იმ ადგილას, სადაც მანქანაში ჩასვეს ირაკლი ნოზაძე და დაჭრეს.

"ამ ავტომანქანას ხან ბიჭი მართავდა, ხან გოგო. ისე კი, ცოტა არასერიოზული ხალხის შთაბეჭდილებას ტოვებდნენ... ბებია იყო სასიამოვნო ქალი, ბავშვებს ის უვლიდა", - ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.

"გუშინ გვიან ღამით პოლიცია იყო მოსული. რა უნდოდათ არ ვიცი", - ჰყვება "რუსთავი 2"-თან მეორე მეზობელი.


იხილეთ ვიდეო
??????
26 ივნისი 2018 18:34
ხალხი გადარია 30 წლიანმა გაჭირვებამ, ზოგი კლავს, ზოგი იპარავს, ზოგი აყაჩაღებს, ვერავის გაამტყუნებ ცხოველური გადარჩენის ინსტიქტია. ქვეყანაა მკვდარიიიიიიიიიიიი
maka
26 ივნისი 2018 16:21
კაცების და ბიჭების საქმეების გარჩევები არ გვეყოფოდა, ახლა ქალებმაც დაიწყეს იარაღის ტარება?
ელა
26 ივნისი 2018 15:26
კი, ქალბატონობის გარეშე არავის მოიხსენიებენ. მანდილოსნები უწოდეთ კიდევ. ჯერ ერთი ქალიც არა ცუდი სიტყვა, რატომღაც ჟურნალისტებმა სულ რომ ამოაგდეს ხმარებიდან. ასევე უაზროდ ხმარობენ „საუბარს' ლაპარაკის ნაცვლად.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, როგორ შეიცვალა მდგომარეობა საქართველოში გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, როგორ შეიცვალა მდგომარეობა საქართველოში გასულ წლებთან შედარებით?