"გვიან ღამით პოლიცია იყო მოსული" - ვინ არის "პიკასოს" დაჭრაში მონაწილე სავარაუდო ეჭვმიტანილი ქალი? - კვირის პალიტრა

"გვიან ღამით პოლიცია იყო მოსული" - ვინ არის "პიკასოს" დაჭრაში მონაწილე სავარაუდო ეჭვმიტანილი ქალი?

25 ივნისს, საღამოს, ჯგუფ "ქუჩის ბიჭების" სოლისტი ირაკლი ნოზაძე დაჭრეს. შემთხვევა წერეთლის გამზირზე მოხდა. მომღერალს ღუდუშაურის კლინიკაში გუშინ ღამით ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ექიმის თქმით, მომრღერლის მდგომარეობა სტაბილურია. ნოზაძეს ცივი იარაღით დაზიანებები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.

დანაშაულში სავარაუდო ეჭვმიტანილი ორი გოგონაა, რომლებიც შსს-ის ინფორმაციით, იდენტიფიცირებულები არიან, თუმცა დაკავებულები არა.

როგორც წერეთლის გამზირზე მცხოვრებლები ყვებიან, მომღერალს საცხოვრებელი სახლიდან ჩამოსვლას ორი გოგო სთხოვდა. მათივე ინფორმაციით, ნოზაძე სახლიდან ჩამოვიდა და მანქანაში ჩაუჯდა აღნიშნულ გოგოებს, რამდენიმე წამში კი სისხლიანი გადმოვიდა და შველას ითხოვდა.

როგორც თვითმხილველი ჟურნალისტებთან ამბობს, ნოზაძეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მოსვლამდე გონება არ დაუკარგავს.

"დავინახე, დაჭრილი ირაკლი ნოზაძე სკამზე იჯდა და სისხლისგან იცლებოდა... ერთადერთი ვერსია ის ვიცი, რომ გოგონამ დაჭრა. ირაკლი ნოზაძე გონზე იყო ბოლომდე, მაგრამ ბოლო ორი წუთის განმავლობაში ითიშებოდა", - განაცხადა თვითმხილველმა.

მომღერლის ძმის, დავით ნოზაძის თქმით, გოგონებს, რომლებზეც არსებობს ეჭვი, რომ ირაკლი ნოზაძე დაჭრეს, არავინ იცნობს.

"კურიერის" ინფორმაციით, ირაკლი ნოზაძის თავდასხმაში მონაწილე ერთ-ერთი ქალბატონი 29 წლის თამთა ჯანჯღავაა. "კურიერმა" ირაკლი ნოზაძის თავდასხმაში მონაწილე თამთა ჯანჯღავას სახლს მიაკვლია. მათივე ინფორმაციით, გუშინ შემთხვევის ადგილზე ორ გოგონასთან ერთად მანქანაში ასევე იმყოფებოდა ერთი მამაკაცი, თუმცა ამას შსს-ში არ ადასტურებენ.

როგორც მეზობლებმა "რუსთავი 2"-ს განუცხადეს, თამთა ჯანჯღავა აღნიშნულ სახლში მამაკაცთან და 2 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად, ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობდა და დაახლოებით ორი კვირის წინ გადავიდა.

მეზობლების თქმით, გოგონა დადიოდა შავი "მინი კუპერით". როგორც ცნობილია, ეს "მინი კუპერი" თვითმხილველებმა ნახეს იმ ადგილას, სადაც მანქანაში ჩასვეს ირაკლი ნოზაძე და დაჭრეს.

"ამ ავტომანქანას ხან ბიჭი მართავდა, ხან გოგო. ისე კი, ცოტა არასერიოზული ხალხის შთაბეჭდილებას ტოვებდნენ... ბებია იყო სასიამოვნო ქალი, ბავშვებს ის უვლიდა", - ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.

"გუშინ გვიან ღამით პოლიცია იყო მოსული. რა უნდოდათ არ ვიცი", - ჰყვება "რუსთავი 2"-თან მეორე მეზობელი.

იმყოფებოდა ერთი მამაკაცი, თუმცა ამას შსს-ში არ ადასტურებენ.

იხილეთ ასევე: "მანქანით მოვიდა ორი გოგო, უყვიროდნენ უხამსი სიტყვებით - ჩამოდიო პიკასოო" - რას ყვებიან მეზობლები მომღერლის დაჭრის ფაქტზე?

იხილეთ ვიდეო