რას ამბობს ექიმი პრეზიდენტის სიძის მინდია გოგოჭურის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე? - კვირის პალიტრა

რას ამბობს ექიმი პრეზიდენტის სიძის მინდია გოგოჭურის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე?

პრეზიდენტის სიძის მინდია გოგოჭურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექიმმა პირველი კომენტარი გააკეთა. "მინდია გოგოჭურის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა იგი ჯერჯერობით რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება", - განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა ტრავმატოლოგმა ვაჟა კახნიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, პაციენტს ორივე ფეხზე, ბარძაყისა და წვივის არეში ცეცხლნასროლი ოთხი გამჭოლი ჭრილობა აღენიშნებოდა.

„ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნებოდა ორივე ბარძაყის და ასევე გამჭოლი ჭრილობები წვივების შუა მესამედში. ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, ინსტრუმენტული კვლევები, აღენიშნება დიდი წვივის ძვლის დამსხვრეული მოტეხილობა. ქირურგიულ და ტრავმატოლოგიური ბრიგადის მიერ ჩატარდა ოპერაციული ჩარევა, რაიმე მაგისტრალური სისხლძარღვის დაზიანება არ აღენიშნება“, - განაცხადა ექიმმა ტრავმატოლოგმა.

ვაჟა კახნიძის თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, კონტაქტურია, თუმცა, ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

იხილეთ: სამი ტყვია ფეხში აქვს მოხვედრილი - პრეზიდენტის სიძე, მინდია გოგოჭური დაჭრეს

პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის დაჭრის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძე, მინდია გოგოჭური წუხელ, ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს.

მინდია გოგოჭური მაკა ჩიჩუას შვილის, მაშო ჩიჩუას მეუღლეა.

იხილეთ ასევე: ვინ არის პრეზიდენტ მარგველაშვილის სიძე და რატომ გაჩხრიკეს სამართალდამცავებმა მისი სახლი და ავტომანქანა?