დედა, მისი 18 წლის ვაჟი და რძალი რუსთავში ნარკოტიკით მოიწამლნენ - კვირის პალიტრა

დედა, მისი 18 წლის ვაჟი და რძალი რუსთავში ნარკოტიკით მოიწამლნენ

რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრებმა სამმა მოქალაქემ ნარკოტიკებული საშუალებით ინტოქსიკაცია მიიღო, ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან.

პორტალის ცნობით, ნარკოტიკული საშუალება დედამ, მისმა 18 წლის ვაჟმა და 22 წლის რძალმა ერთად მიიღეს, რის შემდეგაც ისინი ცუდად გახდნენ. ფაქტი "ინფო რუსთავს" თავად ქალმა დაუდასტურა, რომელმაც შვილთან და რძალთან ერთად ნარკოტიკები მიიღო.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა მარიხუანასთან ერთად სხვა ნარკოტიკული საშუალებაც გასინჯეს, რის გამოც გონება დაკარგეს და ცუდად გახდნენ. ახალგაზრდა მამაკაცმა მოასწრო და 112-ში დარეკა, სადაც განაცხადა რომ CO-თი მოიწამლნენ. შემთხვევის დროს ბინაში 2 წლის ბავშვიც იმყოფებოდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიცია. მისამართზე გამოძახებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟიც, ექიმებმა პაციენტებს ადგილზე გაუწიეს დახმარება. დაშავებულებმა კლინიკაში გადაყვანაზე უარი განაცხადეს.