ვინ და რატომ დაჭრა პრეზიდენტის სიძე?- მომხდარზე მინდია გოგოჭური არ საუბრობს? - კვირის პალიტრა

ვინ და რატომ დაჭრა პრეზიდენტის სიძე?- მომხდარზე მინდია გოგოჭური არ საუბრობს?

პრეზიდენტის სიძეს, მინდია გოგოჭურს, სავარაუდოდ, დღეს დაკითხავენ პრეზიდენტის სიძეს, მინდია გოგოჭურს, სავარაუდოდ, დღეს დაკითხავენ. სამართალდამცველები რესპუბლიკურ საავადმყოფოში, შესაძლოა, დღის მეორე ნახევარში მივიდნენ.

რაც შეეხება გოგოჭურის დაჭრის დეტალებს, არსებული ინფორმაციით, მომხდარზე პრეზიდენტის სიძე არ საუბრობს, მათ შორის ინფორმაციას არ აწვდის არც სამართალდამცავ ორგანოებს.

არაოფიციალური ცნობით, მინდია გოგოჭურს თავს მთაწმინდაზე, მისსავე საცხოვრებელ სახლთან ახლოს დაესხნენ, თუმცა მეორე მხრივ, ადგილობრივებს გასროლის ხმა არ გაუგიათ.

როგორც ცნობილია, პრეზიდენტის სიძეს ორივე ფეხზე, ბარძაყისა და წვივის არეში ცეცხლნასროლი ოთხი გამჭოლი ჭრილობა აღენიშნება. ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

იხილეთ ასევე: რას ამბობს ექიმი პრეზიდენტის სიძის მინდია გოგოჭურის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე?