"მწყემსმა თავად აჩვენა მაშველებს ადგილი, სადაც ბავშვის ცხედარი ჰქონდა გადამალული" - საზარელი მკვლელობის დეტალები - კვირის პალიტრა

"მწყემსმა თავად აჩვენა მაშველებს ადგილი, სადაც ბავშვის ცხედარი ჰქონდა გადამალული" - საზარელი მკვლელობის დეტალები

როგორც ვიცი, მწყემსმა თავად აჩვენა მაშველებს ის ადგილი, სადაც ბავშვის ცხედარი ჰქონდა გადამალული, მცირეწლოვანი სავარაუდოდ, თოფით არის მოკლული, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ დუშეთის რაიონის მერმა, ზურაბ სეხნიაშვილმა განუცხადა.

“ჩემი ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავემ ანახა მაშველებს ის ადგილი, სადაც ბავშვი ჰყავდა გადამალული. ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო სავარაუდოდ. ამ დროისთვის ჩემი ინფორმაციით, მცირეწლოვანს თოფი აქვს ნასროლი. კონფლიქტი მოზარდის მშობელსა და მწყემსს შორის ურთიერთშელაპარაკების შემდეგ მოხდა და სავარაუდოდ, თოფი ესროლა. ეს არის ვერსია. მწყემსი დაკავებულია“, - განაცხადა სეხნიაშვილმა.

6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ.

შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა მათი ძებნა იმავე დღეს, შეტყობინების შესვლისთანავე, დაიწყეს.

იხილეთ ასევე: ამერიკელი ცოლ-ქმარი მოკლულია - შსს-ს სავარაუდო ბრალდებულიც დაკავებული ჰყავს?