"უკანა კარებთან მოხდა შემთხვევა, ვერაფერი დავინახე"- 17 წლის მოზარდი #140 ავტობუსში დაჭრეს - კვირის პალიტრა

"უკანა კარებთან მოხდა შემთხვევა, ვერაფერი დავინახე"- 17 წლის მოზარდი #140 ავტობუსში დაჭრეს

17 წლის მოზარდი #140 ავტობუსში დაჭრეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს"თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, ამ დრომდე ავტობუსში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, შესაბამისად, ეს ავტობუსი მგზავრებისთვის ხელმისაწვდომი არ არის.

ამასთან, როგორც ავტობუსის მძღოლმა ჟურნალისტებს განუცხადა, მოზარდის დაჭრამდე ავტობუსში განსაკუთრებული ხმაური არ ყოფილა.

"მეთორმეტე კლასელია. უკანა კარებთან მოხდა შემთხვევა, ამიტომ ვერაფერი დავინახე, მაგრამ ავტობუსი აღარც გამინძრევია, გავაჩერე, ჩამოიყვანეს და დააწვინეს დაბლა. ორივე მგზავრები იყვნენ, დაჭრილიც და დამნაშავეც. მანამდე სავარაუდოდ, ხმამაღალი საუბარი იყო, თუმცა განსაკუთრებული არაფერი"- განაცხადა ავტობუსის მძღოლმა.

შემთხვევა თბილისში ცოტა ხნის წინ მოხდა. როგორც"ინტერპრესნიუსს"შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დაჭრილს უკვე ჩაუტარდა ოპერაცია და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ექიმების განმარტებით, მისი მდგომარეობა მძიმეა.