"ეს იყო ჯგუფური დანაშაული... ჩემი შვილის უკან დგას ბანდა" - რას ამბობს ოჯახის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულის დედა?
"ეს იყო ჯგუფური დანაშაული... ჩემი შვილის უკან დგას ბანდა" - რას ამბობს ოჯახის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულის დედა?
მცხეთის საქალაქო სასამართლო ცოტა ხანში დაიწყებს ხადას ხეობაში ამერიკელი ოჯახის მკვლელობის საქმეში ბრალდებული მალხაზ კობაურისთვის წინასწარი აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობას. სხდომის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა ბრალდებულის დედამ მარიამ მარტიაშვილმა. მისი თქმით, მისი შვილის უკან დგას ბანდა და რომ ეს ჯგუფური დანაშაული იყო.

"არ ვიცით გარეულია თუ არა ჩვენი შვილი ამ საქმეში, მაგრამ მას შეახოცეს ხელები. ეს იყო ჯგუფური დანაშაული. მას იძულებით ათქმევინეს  ყველაფერი, დარწმუნებული ვარ,  ჩემი შვილის უკან დგას ბანდა. ის რომ
დამნაშავე იყოს, მთელი 4 დღეს ხეობაში გაჩერდებოდა და არ დაიმალებოდა? არ ვენდობი აქაურ გამოძიებას, ვითხოვ მომხდარი ამერიკელებმა გამოიძიონ", - განაცხადა მარინა მარტიაშილმა.

ბარალდებულის დეიდის შორენა მარტიაშვილის თქმით კი, ბიჭს არასდროს სჭერია თოფი ხელში და ყოველთვის მშიშარა ბავშვი იყო. მისივე განცხადებით, მალხაზ კობაურმა ადვოკატს უთხრა, რომ
დამნაშავე არ არის, დანარჩენს კი სასამართლოზე იტყვის.

შეგახსენებთ, მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონის ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ. შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა მათი ძებნა შეტყობინების შესვლისთანავე დაიწყეს. ცოლ-ქმარი, 6-7 ივლისს გარდაცვლილები ნახეს, ბიჭუნას ცხედარი კი მოგვიანებით, დამარხული იპოვეს.


ნანა ფიცხელაური (სპეციალურად საიტისთვის)
გივი
12 ივლისი 2018 21:07
მაგ დგეს პუტინი უნახავტ 120 წლის მოხუცებს სიზმარსი
მე
12 ივლისი 2018 12:00
ბანდა არა, ირმის ნახტომის უკან ფარული გალაქტიკაა და იქიდან გადმოსხდნენ ჰუმანოიდები რაკეტითა. მერე... ისა... ჰო ...მმმ... ალუდა ძია....
ნანა
12 ივლისი 2018 10:51
საინტერესოა ქარტულად არ საუბრობდა ეს ბიჭიო,აბა რომელი ენა იცის რომ ამხელა საშინელება ჩაიდინა სხვამ და არ ამხელს,ან თვითონ ჩაიდინა და ......? რომელ ენაზე ესაუბრა უცხოელებს?როგორ კაცო ამხელა რამე მოხდა და რიმეს დამალვაზეა ლაპარაკი,როგორ არ უნდა ამხილოს .ამდენი კაცი დავიჯერო ამ პატარა ბიჭმა მოკლა და არ ამხელს?აქ რაღაც დაბნეული ისტორია იქმნება,თითქოს ამ ბიჭს რომ შეხედავ ნამდვილად არ ჰგავს მკვლელს.მაგრამ აბა ............

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, საჭიროა თუ არა  ლუსტრაციის კანონის მიღება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საჭიროა თუ არა ლუსტრაციის კანონის მიღება?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები