"ეს იყო ჯგუფური დანაშაული... ჩემი შვილის უკან დგას ბანდა" - რას ამბობს ოჯახის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულის დედა?
"ეს იყო ჯგუფური დანაშაული... ჩემი შვილის უკან დგას ბანდა" - რას ამბობს ოჯახის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულის დედა?
მცხეთის საქალაქო სასამართლო ცოტა ხანში დაიწყებს ხადას ხეობაში ამერიკელი ოჯახის მკვლელობის საქმეში ბრალდებული მალხაზ კობაურისთვის წინასწარი აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობას. სხდომის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა ბრალდებულის დედამ მარიამ მარტიაშვილმა. მისი თქმით, მისი შვილის უკან დგას ბანდა და რომ ეს ჯგუფური დანაშაული იყო.

"არ ვიცით გარეულია თუ არა ჩვენი შვილი ამ საქმეში, მაგრამ მას შეახოცეს ხელები. ეს იყო ჯგუფური დანაშაული. მას იძულებით ათქმევინეს  ყველაფერი, დარწმუნებული ვარ,  ჩემი შვილის უკან დგას ბანდა. ის რომ
დამნაშავე იყოს, მთელი 4 დღეს ხეობაში გაჩერდებოდა და არ დაიმალებოდა? არ ვენდობი აქაურ გამოძიებას, ვითხოვ მომხდარი ამერიკელებმა გამოიძიონ", - განაცხადა მარინა მარტიაშილმა.

ბარალდებულის დეიდის შორენა მარტიაშვილის თქმით კი, ბიჭს არასდროს სჭერია თოფი ხელში და ყოველთვის მშიშარა ბავშვი იყო. მისივე განცხადებით, მალხაზ კობაურმა ადვოკატს უთხრა, რომ
დამნაშავე არ არის, დანარჩენს კი სასამართლოზე იტყვის.

შეგახსენებთ, მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონის ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ. შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა მათი ძებნა შეტყობინების შესვლისთანავე დაიწყეს. ცოლ-ქმარი, 6-7 ივლისს გარდაცვლილები ნახეს, ბიჭუნას ცხედარი კი მოგვიანებით, დამარხული იპოვეს.


ნანა ფიცხელაური (სპეციალურად საიტისთვის)
მკითხველის კომენტარი (12)
გივი
12 ივლისი 2018 21:07
მაგ დგეს პუტინი უნახავტ 120 წლის მოხუცებს სიზმარსი
მე
12 ივლისი 2018 12:00
ბანდა არა, ირმის ნახტომის უკან ფარული გალაქტიკაა და იქიდან გადმოსხდნენ ჰუმანოიდები რაკეტითა. მერე... ისა... ჰო ...მმმ... ალუდა ძია....
ნანა
12 ივლისი 2018 10:51
საინტერესოა ქარტულად არ საუბრობდა ეს ბიჭიო,აბა რომელი ენა იცის რომ ამხელა საშინელება ჩაიდინა სხვამ და არ ამხელს,ან თვითონ ჩაიდინა და ......? რომელ ენაზე ესაუბრა უცხოელებს?როგორ კაცო ამხელა რამე მოხდა და რიმეს დამალვაზეა ლაპარაკი,როგორ არ უნდა ამხილოს .ამდენი კაცი დავიჯერო ამ პატარა ბიჭმა მოკლა და არ ამხელს?აქ რაღაც დაბნეული ისტორია იქმნება,თითქოს ამ ბიჭს რომ შეხედავ ნამდვილად არ ჰგავს მკვლელს.მაგრამ აბა ............
keti
12 ივლისი 2018 04:48
ცილკნიდან არიან სჰეკმნილი ბანდა
დავიდ
11 ივლისი 2018 22:42
ისეტი სჰტაბეჯდილება მრსჰება რომ ეს სისასტიკე,დაჯრები,მკვლელობები,გაუპატიურებები,და კიდევ სხვადასხვა უბედურება არა სჰვენტან არამედ მოჯადოებულ პარალელურ სამყაროსჰი ხდება,როგორ გაუფასურდა ადამიანის სიცოცხლე,ყოველდხე ვგებულობტ რომ ვიხაც დაჯრეს,მოკლეს, გვეხვიზება იმის სჰისჰიტ რომ კიდევ რახაც უბედურებას გავიგებტ,არავიტარი უვადო პატიმრობა,ამნაირ ნაზირლებს და კაცის მკვლელებს სიკვდილიტ დასჯა უნდა მიესაჯოტ,ნუ ვუყურებტ ამ ევროპას და მატ მიტიტებებს,ეს საკარტველოა,უნდა ახსდგეს სიკვდილიტ დასჯა,მკვლელებს სიკვდილი
lela
11 ივლისი 2018 21:45
როგორც ჩანს ეს ბიჭი ამდენს ვერ შეზლებდა ვიგაცა ემუქრება
anna
11 ივლისი 2018 20:50
ოღონდ თავი იმართლონ და ყველაფერს კადრულობენ!!
sergi
11 ივლისი 2018 14:57
ბანდა არა, ისა! ბონდო დგას, ბონდო! როდის იყო სასტიკი მკვლელი მოწმეს ცოცხალს ტოვებდა?! ამ ქალს რა ჰგონია, აშშ-ს მოქალაქეების მკვლელები თუ უცხოელები აღმოჩნდებიან, მას გამოძიება ხელს დააფარებს და საქართველოს მოქალაქეს აგებინებს პასუხს? ისიც კმარა ქვეყნის რეპუტაციის შესალახად, რომ ასეთი სასტიკი მკვლელობა მოხდა, თუნდაც ამის ჩამდენი უცხოელები იყვნენ. კიდევ უფრო ილახება ქვეყნის იმიჯი, თუ ეს საქართველოს მოქალაქემ ჩაიდინა. ასე, რომ ამ საქმის ობიექტურად გამოძიება ქვეყნის რეპუტაციის საკითხიც არის, არა მარტო სიმართლის დადგენა!
ნინო
11 ივლისი 2018 14:33
ვიღას უმალავს,თუ ნამდვილად აქვს თავისი სიმართლე,თქვას,რომელ სასამართლოს ელოდება,მაგრამ ეჭვი მეპარება მაგის სიმართლეში,სამწუხაროდ.
ნინი
11 ივლისი 2018 14:16
იქნება ეს ბიჭი გამოიყენეს დამნაშავეებმა ჩართეს დანაშაულში და დატოვეს ცოცხალი ზუსტად იმისთვის რომ დაბრაკლებოდა. ეს ვერსია არ განიხილება? თუ ეს არის მკვლელი და დამთავრდა.....................რაც მთავარია ვიღაცა ხომ მონახეს...............................

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?