"ეს იყო ჯგუფური დანაშაული... ჩემი შვილის უკან დგას ბანდა" - რას ამბობს ოჯახის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულის დედა? - კვირის პალიტრა

"ეს იყო ჯგუფური დანაშაული... ჩემი შვილის უკან დგას ბანდა" - რას ამბობს ოჯახის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულის დედა?

მცხეთის საქალაქო სასამართლო ცოტა ხანში დაიწყებს ხადას ხეობაში ამერიკელი ოჯახის მკვლელობის საქმეში ბრალდებული მალხაზ კობაურისთვის წინასწარი აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობას. სხდომის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა ბრალდებულის დედამ მარიამ მარტიაშვილმა. მისი თქმით, მისი შვილის უკან დგას ბანდა და რომ ეს ჯგუფური დანაშაული იყო.

"არ ვიცით გარეულია თუ არა ჩვენი შვილი ამ საქმეში, მაგრამ მას შეახოცეს ხელები. ეს იყო ჯგუფური დანაშაული. მას იძულებით ათქმევინეს  ყველაფერი, დარწმუნებული ვარ,  ჩემი შვილის უკან დგას ბანდა. ის რომ დამნაშავე იყოს, მთელი 4 დღეს ხეობაში გაჩერდებოდა და არ დაიმალებოდა? არ ვენდობი აქაურ გამოძიებას, ვითხოვ მომხდარი ამერიკელებმა გამოიძიონ", - განაცხადა მარინა მარტიაშილმა.

ბარალდებულის დეიდის შორენა მარტიაშვილის თქმით კი, ბიჭს არასდროს სჭერია თოფი ხელში და ყოველთვის მშიშარა ბავშვი იყო. მისივე განცხადებით, მალხაზ კობაურმა ადვოკატს უთხრა, რომ დამნაშავე არ არის, დანარჩენს კი სასამართლოზე იტყვის.

შეგახსენებთ, მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონის ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ. შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა მათი ძებნა შეტყობინების შესვლისთანავე დაიწყეს. ცოლ-ქმარი, 6-7 ივლისს გარდაცვლილები ნახეს, ბიჭუნას ცხედარი კი მოგვიანებით, დამარხული იპოვეს.

იხილეთ ასევე: "დარეკა ქალია მკვდარი, ახლოს ვერ მივდივარ, მეშინიაო, თურმე თვითონ ყოფილა მკვლელი..."

ნანა ფიცხელაური (სპეციალურად საიტისთვის)