"ისინი ორმა უცხო კაცმა დახოცა, მე დამემუქრნენ..." - რას ამბობს ამერიკელი ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული? - კვირის პალიტრა

"ისინი ორმა უცხო კაცმა დახოცა, მე დამემუქრნენ..." - რას ამბობს ამერიკელი ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული?

მცხეთის საქალაქო სასამართლო ში ხადას ხეობაში ამერიკელი ოჯახის მკვლელობის საქმეში ბრალდებული მალხაზ კობაურისთვის წინასწარი აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობა მიმდინარეობს. როგორც ჩვენი კორესპონდენტი იუწყება პროცესიდან ბრალდებულმა მალხაზ კობაურმა განაცხადა:

"ისინი მე არ დამიხოცია, ორმა უცხოელმა კაცმა დახოცა და დამემუქრნენ, თუ ხმას ამოიღებ, დედმამიშვილებს დაგიხოცავთო"

შეგახსენებთ, მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონის ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ. შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა მათი ძებნა შეტყობინების შესვლისთანავე დაიწყეს. ცოლ-ქმარი, 6-7 ივლისს გარდაცვლილები ნახეს, ბიჭუნას ცხედარი კი მოგვიანებით, დამარხული იპოვეს.

იხილეთ ასევე: "ეს იყო ჯგუფური დანაშაული... ჩემი შვილის უკან დგას ბანდა" - რას ამბობს ოჯახის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულის დედა?

ნანა ფიცხელაური