"ბნელ ოთახში ეძებენ შავ კატას. ძალიან ვწუხვარ, რომ ის შავი კატა იმ ოთახში არ ასებობს"
"ბნელ ოთახში ეძებენ შავ კატას. ძალიან ვწუხვარ, რომ ის შავი კატა იმ ოთახში არ ასებობს"
თუ მე ამას მიკეთებენ, მთელ საქართველოს უკვე პატრონი არ ჰყავს, რადგან საქართველოში აღარავინ არის დაცული,- ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით საქველმოქმედო ფონდ "იავნანაში" დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის საქმეზე კითხავდნენ.

როგორც ბურჭულაძემ გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად ის საქმეში საერთაშორისო ექსპერტებს ჩართავს.

"ეს იყო კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ბნელ ოთახში ეძებენ შავ კატას. ძალიან ვწუხვარ, რომ ის შავი კატა
იმ ოთახში არ ასებობს. ეძებენ იმ საქმეს, რომელიც არ არსებობს, რაც ძალიან სამწუხაროა. წინაზე თუ ვთხოვდი, რომ რაც შეიძლება მალე დასრულებულიყო ეს საქმე, დღეს მე განვუცხადე პროკურორსა და გამომძიებელს, რომ უკვე აღარ არის საჭირო სიჩქარე, აკეთეთ ნელა იმიტომ, რომ რაც შეგეძლოთ უკვე თქვენ ფონდს და
საქართველოს რეპუტაციას ავნეთ. ასევე მავნეთ მე ისე, რომ თქვენი საქმე ფრიადზეა შესრულებული. ახლა შეუძლიათ, გინდ შეწყვიტონ და გინდ - გააგრძელონ. თუ მე ამას მიკეთებენ, მთელ საქართველოს უკვე პატრონი არ ჰყავს, იმიტომ რომ საქართველოში აღარავინ არის დაცული. ერთ პირობას ვიძლევი, რომ მე ამას ბოლომდე მივიყვან, საერთაშორისო ექსპერტებს ჩამოვიყვან, აქ დავადებინებთ დასკვნას და ამ საქმეს, ყველაფერს რაც კი უსამართლობაა, ჩვენ აღმოვფხვრით. ამის პირობას ვდებ",- განაცხადა ბურჭულაძემ.

ცნობისთვის, ფონდ "იავნანას" ყოფილ ხელმძღვანელს დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის საქმეზე კითხავდნენ.
გიგა
13 ივლისი 2018 09:45
კანონის წინაშე ყველა თანასწორია! -ეს რომ გქონდეთ გაცნობიერებული, აღარ იტყოდით, "მე თუ ამას მიკეთებენო...

ვაცადოთ გამოძიებას. რა შუაშია აქ "ქვეყანას პატრონი არ ყავს და ა.შ.?
მარიამი
12 ივლისი 2018 21:58
მასიური შეტევებია ყველა კარგ,ღვთისნიერ ადამიანზე.ღმერთმა დაიხსნას და დაიფაროს ყველა ბოროტი ძალებისაგან.ამინ.
ფერნანდო
12 ივლისი 2018 19:55
რით ვერ იპოვეს? ბნელი ოთახი -ფონდის ბუღალტერიაა, შავი კატა-ბატონი პაატა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ხელმისაწვდომია თუ არა თქვენთვის დასვენება საზღვარგარეთის კუროტებზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ხელმისაწვდომია თუ არა თქვენთვის დასვენება საზღვარგარეთის კუროტებზე?
დღის კითხვადი სტატიები