დედა-შვილს ავტომაგისტრალზე ავტომობილი დაეჯახა - დაღუპულია 60 წელს გადაცილებული ქალი - კვირის პალიტრა

დედა-შვილს ავტომაგისტრალზე ავტომობილი დაეჯახა - დაღუპულია 60 წელს გადაცილებული ქალი

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე, რუისთან ახლოს მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს ავტომაგისტრალზე მოძრავი ავტომობილი დაეჯახა.

გარდაცვლილია 60 წელს გადაცილებული ქალი, შვილი კი, დაახლოებით 35 წლის ქალი, მრავლობითი ექსკორიაციებით, სამედიცინო ცენტრ "გორმედში" გადაიყვანეს.

დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება უკვე გაეწია. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს დამატებითი კვლევები.

„გორმედის" ექიმების განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"