სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის დედა ექსპერტიზის დასკვნას არ ენდობა - კვირის პალიტრა

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის დედა ექსპერტიზის დასკვნას არ ენდობა

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურის დედა შორენა მაზიაშვილი სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც მედიით გასაჯაროვდა, არ ენდობა.

შორენა მაზიაშვილმა “რუსთავი2“-ის გადაცემა “კურიერთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ექსპერტიზის პასუხი გაყალბებულია. “როცა ადვოკატის გარეშე დაიკითხა, ნიმუშები ადვოკატის გარეშე აუღეს, როცა ვითხოვ, რომ გავიგო, სად არის ჩემი შვილი და არ ვიცი, როგორც უნდოდათ ყველაფერი ისე მოაწყეს. ექსპერტიზის პასუხი გაყალბებულია. ყველანაირი პასუხი გაყალებებულია ჩემი შვილის წინააღმდეგ. გამოიძიონ ნორმალურად. ვიდრე პირადად შვილს არ დაველაპარაკები, ვერ დავიჯერებ. მანახონ, დამალაპარაკონ და დავრწმუნები, მართლა დახოცა თუ არა“, - განაცხადა შორენა მაზიაშვილმა.

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს სექსუალური კონტაქტი ჰქონდა ლორა სმიტთან. ექსპერტიზით ასევე ირკვევა, რომ რაიან და ლორა სმიტების მცირეწლოვანი შვილი მიბჯენით არის მოკლული.

იხილეთ ასევე: "ჯერ სექსუალურად იძალადა, მერე კი წყალში აყოფინებდა თავს, ვიდრე ქალი არ დაიხრჩო" - კობაურმა დანაშაული აღიარა?