"შავი ბიზნესის მფარველები თავიანთ რიგებში ეძებონ"
"შავი ბიზნესის მფარველები თავიანთ რიგებში ეძებონ"
26 ივლისს ხაიშსა და ჭუბერში ვითარ­ება უკიდურესად დაიძაბა - ფინანსური პოლიციის შესვლის გამო მოსახლეობამ გზა გადაკეტა და ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის მიმართულებით მანქანებს მიმოსვლის საშუალება არ მისცა. მოსახლეობის თქმით, ერთ-ერთმა პოლიციელმა ადგილობრივს ავტომატი შუბლზე მიადო, რასაც მღელვარება მოჰყვა. "საბედნიეროდ, ის პოლიციელი გააპარეს,­ მერე სპეცდანიშნულების რაზმები შემოიყვანეს, დაიწყეს ბრახუნი და მოსახლეობის შეშინება, მაგრამ ვერ შეგვაშინებენ", - ამბობს აქციის მონაწილე. როგორც შსს განმარტავს, დამატებითი ძალები სვანეთში უსაფრთხოების მიზნით შეიყვანეს, ფარებითა და ჩაფხუტებით აღჭურვილი ძალოვანები ქვებს
იგერ­იებდნენ. ხელკეტებით შეიარაღებული მოსახლეობა ძალოვანებს სოფლიდან გასვლას სთხოვდა. "სისხლი დაიღვრება, ახლა მოვიდნენ ეკლესიიდან, ხატზე დაიფიცეს, უკან არ დაიხევენ­ ჩვენი ბიჭები, გადით აქედან", - ასეთი მოწოდებები ისმოდა.

ხაიშელები ამბობენ, რომ ხეტყეს მთავრობის დადგენილების შესაბამისად ჩეხენ და ეს მათი არსებობის ერთადერთი წყაროა. კატეგორიული იყო პრემიერ-მინისტრ­ მამუკა ბახტაძის
განცხადება: "შეურიგებელი ვიქნებით ყველას მიმართ, ვინც ჩართუ­ლია ხეტყის უკანონო ჭრაში. მათ აღდგენას ათასწლეულები სჭირდება და გამოუსწორებელი ზიანი ადგება ქვეყანას".

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი სოზარ სუბარი ხაიშელებს შეხვდა და მოგვიანებით მოლაპარაკებამ ნაყოფი გამოიღო, აქცია დაიშალა, გზა გაიხსნა, სამართალდამცავებმაც დატოვეს სვანეთის ტერიტორია.

თენგიზ თორია ერთ-ერთია მათ შორის, რომელსაც საამქრო აქვს ხაიშში.

- შეიარაღებულები ღამის 3 საათზე შემოცვივდნენ საწარმოებში. ხალხის აგრესია პოლიციელების ქმედებამ გამოიწვია, თორემ სხვა დროსაც ბევრჯერ შემოსულან შესამოწმებლად, მაგრამ წინააღმდეგობა არ გაგვიწევია. რა საჭირო იყო სპეცრაზმი?

- თქვენს სოფელში რამდენი საწარმოა?
- ვერ გეტყვით, რადგან საწარმოების დარეგისტრირების უფლებას არ გვაძლევენ.­ ბევრს დაულუქეს საწარმო.

- კონტროლდებოდა თუ არა ხეების ჭრა?
- 2012 წლიდან ხელისუფლებას დახმარებას ვთხოვთ... ხალხმა ითმინა, ითმინა და სხვა შემოსავალი რომ აღარ ჰქონდა, ცოტ-ცოტა ჭრა დაიწყო. მოპარვას და ყაჩაღობას სჯობს ტყეში შეხვიდე დ ხე მოჭრა, რომ ორი კაპიკი მიიტანო სახლში.

- გარემოს დაცვის ინსპექცია არ გეწინააღმდეგებათ?
- ჩვენი სოფლიდან 30 კილომეტრში დგანან და მათი კონტროლის გარეშე გამორიცხულია რამე გავიდეს. ვისაც ლიცენზია აქვს, ისინი ჭრიან, ხის ნაწილი კი წყალს ჩამოაქვს და იმას ეზიდება მოსახლეობა.

- უცხოელებსაც აქვთ აქ საწარმოები?
- ჩვენს ხეობაში არა... ხის გადამმუშავებელი საწარმო რომ გააკეთო, ამისთვის­ ფულს არავინ იძლევა, ბანკებიც კი. როდის დაგლუქავენ, არ ვიცით და ვერ მოგცემთო. თანახმა ვართ ალტერნატიულ დასაქმებაზე, ოღონდ დახმარება გვჭირდება - აქ შეიძლება განვითარდეს მეფუტკრეობა, მესაქონლეობა, ტურიზმი, ამისთვის კი უნდა გამოიყოს გრანტები, მისცენ ხალხს ფული, რომ სხვა საარსებო წყარო გაიჩინოს. ჩვენს სოფელში მოსახლეობის­ 80% ხის ჭრის დროს დაიღუპა. ყოველ წელს 10 კაცი მაინც იღუპება... ჩვენც არ გვინდა უკანონო ხის ჭრა. ბიუჯეტშიც შევიტანთ გადასახადს. ისედაც სულ შიშში ვართ, ჯარიმები ისეთი დიდია, ერთი შეცდომა და ჩაგძირავენ.­ მე პატარა სახერხი მაქვს, 10 კაცი მყავს დასა­ქმებული, თვეში 400-600 ლარი გამოსდით და ახლა ესეც უნდა დაკარგონ.

- ქალები ამბობდნენ, მამაკაცებმა ხატზე დაიფიცეს და სისხლი დაიღვრებაო.
- სისხლი რომ არ დაიღვარა ხაიშში, ლომის წილი სოზარ სუბარს მიუძღვის. რა საჭირო იყო სპეცრაზმი? ვითომ დაგვაშინეს. ჭუბერის და ხაიშის მოსახლეობა­ 8 აგვისტოს 2500 რუსი შეიარაღებულის შემოსვლას არ შეუშინებია და ესენი შეგვაშინებენ?.. ახლა გაჩერებულია ყველა საწარმო, დაველოდებით ეს ერთი კვირაც და ვნახოთ, რას შემოგვთავაზებენ.

როგორც ჩანს, ხელისუფლება უკან დახევას არ აპირებს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით: "წავახალისებთ იმპორტირებული ხეტყის შემოტანას. ამასთან შევზღუდავთ მორებისა და ფიცრის გატანას. ეს არ არის ის ღირებულება, რომელიც ქმნის­ დამატებით სამუშაო ადგილებს. ეს მხოლოდ აჩანაგებს ჩვენს მთავარ სიმდიდრეს".

ორგანიზაცია "საქართველოს მწვანეები - დედამიწის მეგობრები" თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე: "რა საჭირო იყო სპეცრაზმი, შეიძლებოდა დიალოგით გაგვერკვია ეს საკითხები. ამას წინათ წყლის ადიდების ერთ-ერთი მიზეზი ნამდვილად იყო გაჩეხილი ხეები. გრძელვადიანი ლიცენზიების გაცემის არგუმენტი ის იყო, რომ ხეებს მოუვლიდნენ და ახალს დარგავდნენ. თუ სადმე ნახავთ გრძელვადიანი ლიცენზიანტის მიერ დარგულ ხეს, აღფრთოვანებული ვიქნები. როცა მასობრივი, პირწმინდა ჭრა მიდის, ტყის აღდგენა შეუძლებელია".

თეიმურაზ კანდელაკი, ორგანიზაცია­ "მეტყევეთა საზოგადოების" პრეზიდენტი: "მოსახლეობას სხვა შემოსავლის წყარო არ აქვს. ეს პრობლემა აქვს ყველა რეგიონს, მაგრამ გაუგებარია სვანეთის მკვიდრთა პოზიციაც. უნდა გამოსულიყვნენ და ეთქვათ, დაგვეხმარეთ ტყის შენარჩუნებაშიო და პირიქით, ამბობენ, არ შევწყვეტთ ჭრასო. იმ ტოტს იჭრიან, რომელზეც სხედან".

ზოგიერთი სვანი ხელს ხელისუფლებისკენ იშვერს: "ხეტყის შავი ბიზნესის მფარველები თავიანთ რიგებში ეძებონ. მარტო სვანეთში სახელმწიფოს 40 000 კუბმ აქვს ხეტყის დამზადება. ჩვენს დევნას თავი დაანებონ, ნუ გაწირავენ მოსახლეობას შიმშილისთვის. არავინ ითხოვს, უკანონოდ მამუშავეო, პირიქით, ამბობენ, გადამახდევინე კანონის შესაბამისად და მამუშავეო".

დღეს თითქმის ყველა­ რეგიონში ხეტყის გადამმუშავებელი საწარმოები დროებით გაჩერებულია. ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება მოლაპარაკება.

თეა ხურცილავა
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები