"რესტორანში კონკურენტი დაჯგუფების წევრის მკვლელობას გეგმავდნენ" - ვინ არიან ესპანეთში დაკავებული ქართველი "კანონიერი ქურდები"? - კვირის პალიტრა

"რესტორანში კონკურენტი დაჯგუფების წევრის მკვლელობას გეგმავდნენ" - ვინ არიან ესპანეთში დაკავებული ქართველი "კანონიერი ქურდები"?

ესპანეთში, მალაგას პროვინციაში, ქალაქ მარბელიაში ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ "კანონიერი ქურდები" ირაკლი ფიფია "იკა სუხუმსკი" და ლაშა ბარათელი, იგივე "ჭია", სომხეთის მოქალაქესთან ერთად დააკავა.

სააგენტო "პრაიმ კრაიმის" ცნობით, "კანონიერი ქურდების" დაკავება სომხურ კრიმინალურ დაჯგუფებასთან ბრძოლის გაგრძელებაა. შეგახსენებთ, რომ ივნისის ბოლოს ესპანელმა სამართალდამცავებმა 129 ადამიანი დააკავა.

როგორც ცნობილია, სამივე მამაკაცი მარბელიას ერთ-ერთო რესტორანში დააკავეს. სავარაუდოდ, რესტორანში გამართულ შეხვედრაზე ისინი ერთ-ერთი კონკურენტი დაჯგუფების წევრის მკვლელობას გეგმავდნენ, რომელიც ესპანეთში აპირებდა დასახლებას და შესუსტებული კრიმინალური დაჯგუფების გაძლიერებას.

ჩხრეკის შედეგად სამართალდამცავებმა პოლონეთის და უკრაინის ყალბი პასპორტები ამოიღეს.

ე.წ. კანონიერი ქურდი ლაშა ბარათელი, იგივე "ჭია" 1989 წლის 11 ივლისს სოხუმში დაიბადა. ირაკლი ფიფია "იკა სუხუმსკი" 1978 წელს 20 აგვისტოს სოხუმში დაიბადა.

იხილეთ ასევე: "გორაძე და ქობულაძე გავლენის სფეროებს ვერ იყოფდნენ აჭარაში და თურქეთში "გარჩევაც" ჰქონიათ" - "ლავას-ოღლი ბატუმსკის" ქურდული "ოდისეა"

თარგმნა ეკა გადახაბაძემ