არსებული ინფორმაციით, ტყიბულის შახტში მომხდარ ერთ-ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით რამდენიმე პირი დააკავეს - კვირის პალიტრა

არსებული ინფორმაციით, ტყიბულის შახტში მომხდარ ერთ-ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით რამდენიმე პირი დააკავეს

არაოფიციალური ინფორმაციით, ტყიბულის შახტში მომხდარ ერთ-ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით რამდენიმე პირი დააკავეს. "ინტერპრესნიუსი“ ინფორმაციის გადამოწმებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს, თუმცა უწყებაში კომენტარს ამ ეტაპზე არ აკეთებენ.

როგორც სააგენტოსთვის გახდა ცნობილი, რამდენიმე პირის დაკავება ტყიბულის შახტში ბოლოს მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას არ უკავშირდება და საუბარია შახტში რამდენიმე თვის წინ მომხდარ აფეთქებაზე, რომელსაც ასევე მსხვერპლი მოჰყვა.