გორის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
06-08-2018
გორის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
გორის მუნიციპალიტეტში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდა მამაკაცებს შორის შელაპარაკებისას ერთ-ერთმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა. ცეცხლნასროლი დაზიანებით 25-წლამდე ასაკის მამაკაცი სამედიცინო ცენტრ "გორმედში" გადაიყვანეს.

პაციენტი სამედიცინო ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. დაშავებულს ცეცხლსასროლი იარაღიდან მიღებული ჭრილობის შედეგად რამდენიმე ორგანო აქვს დაზიანებული.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

"ინტერპრესნიუსი"


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით