ზუგდიდში 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს - კვირის პალიტრა

ზუგდიდში 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს

ზუგდიდში 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს. მამაკაცი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მრავლობითი ჭრილობებით გუშინ შეიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჰოსპიტალში განუცხადეს, მას ჭრილობები ყელის და კუნთების არეში აღენიშნებოდა. მედიკოსების განმარტებით, დაჭრილს სიცოცხლესთან შეუსაბამო ჭრილობები ჰქონდა და შეყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.

გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, 40 წლამდე მამაკაცი სასიკვდილოდ მეზობელმა დაჭრა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გუშინ ღამით ერთი პირი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რომელიც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.