გენერალ სამსონ ქუთათელაძის საქმის გამოძიების ფარგლებში ერთხელ უკვე დაკავებული გიორგი ჭანტურია ხელმეორედ დააკავეს - კვირის პალიტრა

გენერალ სამსონ ქუთათელაძის საქმის გამოძიების ფარგლებში ერთხელ უკვე დაკავებული გიორგი ჭანტურია ხელმეორედ დააკავეს

გენერალ სამსონ ქუთათელაძის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული გიორგი ჭანტურია სამართალდამცველებმა ხელმეორედ დააკავეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს.

ჭანტურიას დაკავების შესახებ ინფორმაციას "ინტერპრესნიუსთან" საუბარში მისი ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე ადასტურებს. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

კილერის მორიგი მსხვერპლი ბიზნესმენი