"ლორა სმიტის სხეულზე კობაურის ბიოლოგიური მასალებია აღმოჩენილი, თუმცა..." - რას ამბობს ადვოკატი?
08-08-2018
"ლორა სმიტის სხეულზე კობაურის ბიოლოგიური მასალებია აღმოჩენილი, თუმცა..." - რას ამბობს ადვოკატი?
სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატის, ლექსო კობაიძის ინფორმაციით, საქმის მასალების მიხედვით, ლორა სმიტის სხეულზე ბრალდებულის ბიოლოგიური მასალებია აღმოჩენილი, თუმცა ექსპერტიზას არ დაუდგენია, რომ მოკლული ქალი გაუპატიურებულია. აღნიშნულ საკითხზე კობაიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ამასთან, ადვოკატმა სხვადასხვა კუთხით ექსპერტების მიერ გაკეთებულ დასკვნებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დაცვის მხარეს აქვს მყარი საფუძველი, რათა მათ სისწორეში ეჭვი შეიტანოს. კობაიძემ ერთ-ერთ "ალოგიკურ დასკვნად" რაიან სმიტთან მიმართებაში ჩატარებული შემოწმების შედეგები დაასახელა.

"საქმეში არის სხვადასხვა ექსპერტიზის დასკვნები, მათ შორის არის კობაურის სპერმის ექსპერტიზის დასკვნა, ასევე არის მოკლული რაიან სმიტის სპერმის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქმეში ბევრი ქაოსი და არეულობაა. მე ვუშვებ შესაძლებლობას, რომ ექსპერტიზები არასწორად არის ჩატარებული", - განაცხადა კობაიძემ.


"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით