08-08-2018
მალხაზ კობაური ხუმრობს კიდეც - როდესაც ექსპერტიზაზე მიმიყვანეს, მითხრეს, შენ კი არ უნდა მოეყვანე ექსპერტიზაზე, ის უნდა მოეყვანათ, ვინც შენ აქ გამოგიშვაო, - ამის შესახებ სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურის ადვოკატმა ლექსო კობაიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კობაიძის ინფორმაციით, ბრალდებულს ფსიქიკურ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ამ დრომდე უტარდება. ადვოკატი დარწმუნებულია, რომ ექსპერტიზა ბრალდებულის შერაცხადობას დაადგენს."რაც შეეხება ფსიქიკურ-ფსიქოლოგიურ ექსპერტიზას, მასზე ამ დრომდე მიმდინარეობს დაკვირვება. კარგია, რომ მსგავსი ტიპის ექსპერტიზა ტარდება,
ლექსო კობაიძის ინფორმაციით, დაცვის მხარე არ დაელოდება ბრალდების მხარეს, მალხაზ კობაურს გამოკითხავს და კობაურის ნებართვის საფუძველზე, მისი ჩვენება საჯარო გახდება. ადვოკატის თქმით, ბრალდებული "კატეგორიულად უარყოფს მკვლელობაში მონაწილეობას და სექსუალურ აქტს".
რაც შეეხება მიმდინარე გამოძიებას, ლექსო კობაიძის განმარტებით, ჩანიშნულია კომპლექსური ექსპერტიზა, რომელმაც უნდა დაადგინოს, თუ ვინ გადაადგილდებოდა მკვლელობის დროს იმ ტერიტორიაზე, სადაც დანაშაული მოხდა.
"ეს ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან ეს ჩვენი ვერსიის სისწორეს დაადგენს. ფაქტია, რომ დღესდღეობით მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ანალიზი, რომ კობაური აღნიშნულ დანაშაულს ვერ ჩაიდენდა. ის არის მთავარი მოწმე. სამწუხაროდ, ბრალდების მხარე ცდილობს, რომ ბრალდებულის პოზიცია სხვანაირად გაამყაროს", - განაცხადა კობაიძემ.
"ინტერპრესნიუსი"
იყავი პირველი!