ქუთაისის საქალაქო სასამართლომ "საქნახშირის" თანამშრომლებს პატიმრობა შეუფარდა - კვირის პალიტრა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ "საქნახშირის" თანამშრომლებს პატიმრობა შეუფარდა

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, კომპანია "საქნახშირის" თანამშრომლების სასამართლო პროცესი დასრულდა. დაკავებულებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებულებს გამოძიება შახტში უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ედავება. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება ბრალდებულთა ადვოკატებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შეეძლებათ.

"საქნახშირის" დაკავებულ თანამშრომლებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი"