ერთი გარდაცვლილი და ერთი დაჭრილი - რა მოხდა ვარკეთილში?
09-08-2018
ერთი გარდაცვლილი და ერთი დაჭრილი - რა მოხდა ვარკეთილში?
ვარკეთილში სროლის შედეგად 45 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა, ხოლო ერთი დაიჭრა. დაჭრილი 40 წლამდე მამაკაცია, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევა ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოსთან მოხდა.

ადგილზე მობილიზებული იყო ექსპერტ-კრიმინალისტები. მიმდინარეობდა მოსახლეობის გამოკითხვა.

არსებული ინფორმაციით, ვარკეთილში მომხდარი შემთხვევა სასიყვარულო ისტორიას უკავშირდება. ამის შესახებ შემთხვევის ადგილის მიმდებარედ მცხოვრებლები საუბრობენ.

ამასთან, გავრცელებული ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღით ერთი ადამიანის მკვლელობასა და მეორის დაჭრაში ბრალდებულის ვინაობა დადგენილია და მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები.

თავის მხრივ, როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში
განუცხადეს, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 108-ე და 19/109-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც განზრახ მკვლელობას და განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში ორი ან მეტი პირის მიმართ. დანაშაული 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

"ინტერპრესნიუსი"


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები