მამაკაცი, რომელიც ტობავარჩხილის ტერიტორიაზე ტურისტების კარავში შეღწევას ცდილობდა, დააკავეს - კვირის პალიტრა

მამაკაცი, რომელიც ტობავარჩხილის ტერიტორიაზე ტურისტების კარავში შეღწევას ცდილობდა, დააკავეს

ჩხოროწყუში, ტობავარჩხილის ტერიტორიაზე მამაკაცი ტურისტების კარავში შეღწევას ცდილობდა, რა დროსაც ის დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-150 მუხლით დაიწყო, რაც იძულების მცდელობას გულისხმობს.

უწყების ცნობით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს.