რას ამბობს ზაზა სარალიძე სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებაზე?
09-08-2018
რას ამბობს ზაზა სარალიძე სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებაზე?
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული პირების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას "მეტისმეტს" და "ძალიან გადაჭარბებულს" უწოდებს. როგორც სარალიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს გადაწყვეტილება მის მწყობრიდან გამოსაყვანად მოსამართლეს ხელისუფლებამ ძალით მიაღებინა.

"ჩვენს ქვეყანაში სუფევს შერჩევითი სამართალი. დღევანდელი ფაქტი არის მეტისმეტი და ძალიან გადაჭარბებული არა მარტო სასამართლოს, არამედ პროკურატურის მხრიდან. გონივრული ეჭვი მაქვს, რომ ეს არ იყო მოსამართლის გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება მას მიაღებინეს
ძალით, რომ ზაზა სარალიძე გამოიყვანონ მწყობრიდან. თუმცა ამას ვერ შეძლებენ. სამართლებრივი გზით დავუმტკიცებ ამათ, რომ შერჩევითი სამართალი ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს. წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან. მე, ელისო კილაძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი ძალიან დიდი საფრთხის წინაშე ვართ ამ ხელისუფლების მხრიდან. ჩემ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. მთელი სახელმწიფო აპარატი
ცდილობს ჩემს განეიტრალებას. ძალიან ბევრი ადამიანია ჩარეული ჩემი შვილის მკვლელობის საქმის გაყალბებაში. ბოლომდე ვიბრძოლებ", - განაცხადა სარალიძემ.

მანვე საზოგადოებას მოუწოდა სექტემბერში მის მიერ დაგეგმილ აქციებს შეუერთდნენ.

"მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, რომ სექტემბრიდან ვაპირებ აქციების გაგრძელებას, რაშიც დამჭირდება ხალხის გვერდით დგომა, რათა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს შერჩევითი სამართალი. ძალიან გთხოვთ ყველას, არ არის მხოლოდ საუბარი მხოლოდ ჩემი შვილის მკვლელობაზე, გავერთიანდეთ ყველა", - აღნიშნა სარალიძემ.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული სამი პირი სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა. სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ.

შესაბამისად, სამივე მათგანი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. კერძოდ, თენგიზ კალანდია 5000 ლარიანი გირაოთი გათავისუფლდა, ზაქარია წინწკალაძე და გიორგი შაბურიშვილი კი 3 000-3 000-ლარიანი გირაოთი.


123
09 აგვისტო 2018 16:19
აი სამართალი, ვაი და ვაი სირცხვილო

რედაქტორის რჩევით