ტურისტებზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს ათი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - კვირის პალიტრა

ტურისტებზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს ათი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ტობავარჩხილზე დაკავებული მამაკაცის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურის საპროცესო შეთანხმებაზე შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

საპროცესო შეთანხმების შედეგად, ბრალდებულს იძულების მცდელობის მუხლი 150-ე მუხლის პირველი ნაწილით შეეცვალა, რაც იძულებას გულისხმობს. სასჯელის სახით კი ათი თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც ის სამ თვეს ციხეში გაატარებს, ხოლო შვიდი თვე პირობით მსჯავრს გამოსაცდელი ვადით მოიხდის.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე შოთა ბიჭიამ მიიღო. დაკავებული ბრალს აღიარებს და ამბობს, რომ დანაშაულს ინანიებს.

შემთხვევა ტობა ვარჩხილზე ორი დღის წინ მოხდა. მამაკაცი ტურისტების კარავში შეღწევასა და სექსუალური კონტაქტის დამყარებას ცდილობდა, თუმცა ტურისტებმა 112-ზე დარეკეს, რის შემდეგაც სამართალმდაცვებმა ის დააკავეს. მომხდარზე გამოძიება 19-150-ე იძულების მცდელობის ბრალდებით მიმდინარეობდა.

"ინტერპრესნიუსი"