"წაკამათების გამო არ შეიძლება ადამიანს მკვლელობა დააბრალო" - რას ამბობს გიორგი ჭანტურიას ცოლი?
"წაკამათების გამო არ შეიძლება ადამიანს მკვლელობა დააბრალო" - რას ამბობს გიორგი ჭანტურიას ცოლი?
ჩემს მეუღლეს, გიორგი ჭანტურიას და სამსონ ქუთათელაძეს შორის არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა. წაკამათება არ შეიძლება მკვლელობის მიზეზი გახდეს და ამის გამო ადამიანს მკვლელობა დააბრალო, - ამის შესახებ ბრალდებულ გიორგი ჭანტურიას მეუღლემ, ანა ხურციამ ჟურნალისტებს რუსთავის საქალაქო სასამართლოში განუცხადა.

როგორც ბრალდებულის მეუღლემ სხდომის დაწყებამდე განაცხადა, პოლიციის მიერ ჭანტურიას სახლის ჩხრეკისას ამოღებული იარაღი მას არ ეკუთვნის და "ეს ყველაფერი ზღაპარია".

"არანაირი ი
არაღი არ არის ნაპოვნი. რაც ამოიღეს, ის იმ დღეს პირველად ვნახეთ. არ ვიცი რა ინტერესი აქვთ ჩემს მეუღლესთან. ბოლო პერიოდში ინტერესი ის იყო, რომ სულ თან დაგვსდევდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი მეუღლე უდანაშაულოა. ყველაფერი შეიძლება დააბრალოთ გიორგი ჭანტურიას, მაგრამ ადამიანს ვერასდროს მოკლავდა", - განაცხადა ანა ხურციამ.

დღეს რუსთავის საქალაქო სასამართლო გიორგი ჭანტურიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმე გახსნეს. მათი ინფორმაციით, გიორგი ჭანტურია განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ინტერპრესნიუსი"


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები