გიორგი ჭანტურია: "ვერ ვხედავ იმის საფუძველს, რომ მაინცდამაინც ციხეში უნდა ვიჯდე"
10-08-2018
გიორგი ჭანტურია: "ვერ ვხედავ იმის საფუძველს, რომ მაინცდამაინც ციხეში უნდა ვიჯდე"
პროკურატურის დასაბუთება მიუღებელია - მე ვერ ვხედავ იმის საფუძველს, რომ მაინცდამაინც ციხეში უნდა ვიჯდე, რათა პროკურატურამ საქმე გახსნას, - ამის შესახებ ბრალდებულმა გიორგი ჭანტურიამ რუსთავის საქალაქო სასამართლოში, პროცესზე განაცხადა.

ბრალდებულის თქმით, პროკურატურის პოზიციას, რომ შესაძლოა ის მიიმალოს, არ ეთანხმება, ვინაიდან ჭანტურიას თქმით, როდესაც ქვეყნიდან იყო გასული, მაშინ არ მიმალულა და საქართველოში დაბრუნდა.

"მათი მხრიდან მოვისმინე დასაბუთება. ის ხალხი, რომელიც დაიკითხა, მანამდეც ჰყავდათ დაკითხული. არ ვიცი გარეთ ჩემი ყოფნა რითი შეუშლით
ხელს. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, ჩემზე თვალთვალი მიმდინარეობდა, გაქცევას არ ვაპირებ", - განაცხადა ჭანტურიამ.

რუსთავის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ გიორგი ჭანტურიას აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე პროცესი მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმე გახსნეს. მათი ინფორმაციით, გიორგი ჭანტურია განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით