თერჯოლაში ავარიას ახალგაზრდა ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

თერჯოლაში ავარიას ახალგაზრდა ემსხვერპლა

თერჯოლის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი გზიდან გადავარდა და ხეს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

შსს-ს ინფორმაციით, საქმე სს კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით აღიძრა, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მიერ მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი"