ნინოწმინდაში ორი მამაკაცი მოკლეს - კვირის პალიტრა

ნინოწმინდაში ორი მამაკაცი მოკლეს

ნინოწმინდაში ორი მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. არსებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ რამდენიმე ადამიანს შორს შელაპარაკება უძღოდა. ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა გახდა დაპირისპირების მიზეზი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითაა დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. უწყების ცნობით, მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზეა გახსნილი, თუმცა შსს-ში დაკავებულთა ვინაობისა და რაოდენობის შესახებ ამ ეტაპზე არ საუბრობენ. უწყებაში განმარტავენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც გრძელდება და დამატებით ინფორმაციას საქმეზე მოგვიანებით გაავრცელებენ.